ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2015


ღამეა ნინო

ღამეა ნინო, ჩემთან ახლოს ზღვაა და მთვარე
წლებია უკვე შენ გაქციეთ საუბრის თემად,
ყოველ საღამოს ვიკრიბებით ეხლა შენ თვალე
რამდენი ღამე გავატარეთ ჩვენ სამმა ერთად.

ვუყვები ხოლმე თუ როგორი ნელი ნაბიჯით
მივდივართ ჩვენ იმ, ყველა წყვილის ნანატრ მიზნამდე,
ზღვას ეღიმება ასე ამბობს ,,ძმაო რა გიკვირს''
წვეთწვეთადა ვარ ზღვად ქცეული სავსე პირამდე.

მოგცლიათ ერთი, ამბობს მთვარე, გახედავს სივრცეს
მე ჩემი სატრფოს სიახლოვე არც კი მიგრძვნია,
მე ამოვდივარ ის კი ჩადის ანდა პირიქით
და ისე მიყვარს, რომ ხმა ერთხელ არ  გამიცია.

ღამეა ნინო, შევეჭიდე სპირტიან სასმელს
ვებაასები ეხლა მთვრალი სარკეში ჩემს თავს
ზღვას უკვე სძინავს და სიმშვიდე ეტყობა ტალღებს
მთვარე კი სევდით მიუყვება უმზეო ზეცას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები