ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მარტი, 2016


უშენოდ(ეძღვნება მეგობრის ხსოვნას)

  უფერულია უშენოდ სიცოცხლე, უფერული დღეები თავს იხრჩობენ ყოველდღე და მაინც რიგია დღეების.
  მოგონებები იმედის ნაცვლად, ძნელია..
    შენთან გალეული ყოველი წუთი,დღეს ძვირფასია ჩემთვის მოსაგონებლად, მერე ალბათ მათი აჩრდილები შემრჩება, აჩრდილები რომლის ყოველთვის მეშინოდა..
  დღეს პირველი თოვლი მოვიდა, მერამდენედ და მაინც პირველად დალამბა ჩვენი ქუჩები, ო, როგორ გვიყვარდა პირველი თოვლი, მოიწყინა უჩვენოდ და დნობა დაიწყო.
  ო, როგორ მომენატრები ხშირად. ხანდახან სიზმრებს მოჰყავხარ და მერე ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. ხანდახან სიზმრებიც უშენებენ ჩემს სურვილს კედლებს. მაშინ ცრემლები მევლინება მხსნელად.
  ლამაზი დღეები წარსულში დაილექა, მომატებული ერთი სახელი ასამარებს ყველაფერს....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები