ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2015


სამადლობელი

წელს, "ხვარამზეობაზე" პირველი პრემია  პოეტ კამილლა კოლეტის სახელით
გასცეს ნორვეგიელმა პოეტებმა................................





     
                  ძვირფასო კოლლეტი,
--მარტსულია..  ქალი პოეტი    და  სიზმრის  ქვრივი,
        ალბათ, უბრალოდ, სარეცლისთვის  გამოგვიგონეს.
            ბინდში,  წვიმები  თავს გვესხმიან, ვიკინგებივით,
              ეზიდებიან  ნაპირისკენ  ნაძარცვ  სტრიქონებს,
        ძვირფასო  კოლლეტი,
მზეზე  ცოტა , მთვარეზე  მეტი    ჰყოფნის  სინათლე,
კლდიან  ფიორდში  მოტივტივე    ცისფერ  გალერას,
ციდან  მტრედები  დაუშვებენ  რძისფერ-- იალქნებს, 
და    ზღვაა  მღვრიე,    და  მშფოთვარე  და    ისე        ღელავს,
რომ    ,დენდი  ვინმე      , ჭკუისაგან, ისევ  თუ  შეგვშლის.
(მყვირალობისას,  ხარირემი    მოუხმობს  ფურებს,)
    ჯანი  გავარდეს ,გაიწვიოს, ეგებ,  დუელშიც,
საკინძის  ქვეშ, თუ, ქარი  მკლავებს    შემოგვიცურებს,
და  ჩამოვკრეფდით ცოდვის  ნაყოფს, ვიდრე  ზამთარი,
ფუნჯით,  ფანტელებს  ზღაპარივით  მოგვახატავდეს,
    ჩვენ , ხომ, ნისლებში    დავიწყით და  აღარ დავმთავრდით.
იოსტედალის  მყინვარიდან ---  ბოთანას  მთამდე .
.......................................................................................
ძვირფასო კოლლეტი,
მარტოსულია, ქალი  პოეტი...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები