ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ტერე
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2021


***

ყველაფერი რიგზეა.
ყველაფერი მზად არის.
მაცვია თეთრი კაბა
ლაზური
დგას სისხლიანი გარეთ ზამთარი
და განწირული როგორც
ლაზარე
ვწევარ კუბოში.
კუბო ვერ იტევს ჩემს ტკივილს.
სიცივე
თავქვეშ მეგება.
ვხედავ ოთახში შემოდის
ქრისტე
მკვდრეთით აღმადგინოს
ეგების...
ეგების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები