ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
23 ნოემბერი, 2015


ისიკავა ტაკუბოკუ

* * *
თვალს შენაჩვევი მთა.
მაგრამ,
მოვა თუ არა შემოდგომა,
უცნაური თრთოლვით უყურებ:
მასზე ცხოვრობენ იქნებ ღმერთები?

* * *
შემოდგომის ცა,
კიდით-კიდემდე მთლად ცარიელი...
შეუბღალავი ერთი ლაქითაც.
რა ეული ხარ, ცაო!
ყორანმა მაინც გადაგიფრინოს!

* * *
მთვარის შუქმა
და ჩემმა სევდამ
ერთიანად შეავსეს ცა და მიწა,
შემოდგომის ღამედ
გარდაიცვალნენ.

* * *
ქებას ვიფერებ?
არა, სიბრაზე მიპყრობს.
რა დასანანია,
საკუთარ თავს რომ
იცნობ ყოველმხრივ.

* * *
მთელი გულის ნადები
გადავშალე საუბარში...
მაგრამ მომეჩვენა, რომ
რაღაც დავკარგე და მყის
გავეცალე იმ ჩემს მეგობარს.

* * *
ყოველი ადამიანის გულში,
თუკი ის მართლა ადამიანია -
იდუმალი ტუსაღი კვნესის.

* * *
ლურჯ ცაში იკარგება კვამლი,
ასე ეულად ეძლევა დავიწყებას...
ვინ მომაგონე ამით?
ჩემივე თავი?




http://www.lib.ru/JAPAN/TAKUBOKU/lirika.txt

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები