ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2015


25 თებერვალი, 1921 წელი (სრულად)

თებერვლის დილა დადგა ბნელი, მეწამული
ტყვიების ზუზუნმა შეზარეს ჩვენი ცა,
სისხლისგან იცლება ქართველის გული,
ქართველი ბრძოლისას სადღაც წაიქცა.
ირგვლივ იგრძნობა ღალატის სუნი
საფლავში ოხრავს წინაპართ ძვლები,
ოხრავენ, რადგან არა აქვთ გვერდით
ათას ბრძოლაში ნაცადი ხმლები.
თუმც დილა იყო, თბილისი ბნელში,
ძაძებში ჩაცმულ ქვრივს დაემსგავსა,
სიკვდილი გამეფდა, სიცოცხლე ხვნეშის,
ბნელში დარჩენილი პატარ კვნესის,
ნუთუ დედა არ ჰყავს, ნუთუ მარტო დარჩა?!
და ეს პატარა, სულ მარტო, ბნელში,
ირგვლივ აცეცებს დაბნეულ თვალებს,
და დედის მკვდარი, უსულო ლეში,
მას უხანგრძლივებს წამებულ წამებს.

სიკვდილს გავახსენდით, სიკვდილს შევებრძოლეთ,
სიკვდილთან მოგვიწია ბრძოლის შეჩერება,
თუმც ქართველს მებრძოლ სულს ვერავინ
                                                                          ჩაუხშობს,
სიზმარშიც დიადი ქვეყანა გვეჩვენება.

ქვეყანა დაჭრილი, ათას ჭირ- გავლილი,
რუსის თუ ოსურის საჯიჯგნი მხარე,
მაგრამ ქართველის მებრძოლი სული,
მაინც იბრძოლებს, არ დახრის თვალებს!

დაჭრილ სულს, დაჭრილ გულს ჩვენვე ვუმკურნალებთ,
წინაპართ დაღვრილ სისხლს წავუსობთ მალამოდ,
უნდა გავუძლოთ უნდა გავუმკლავდეთ
სამშობლოს ვერ დავტოვებ უშვილ-უმამოდ!
ჯერ ისევ დაგვრჩა სულის იარები,
სულის ჭრილობები არ შეხორცებულა,
ჩვენს აფხაზეთში ვერ დავიარებით,
მისი სიყვარული არ განელებულა.
ისევ ცრემლები და ისევ ის დარდები,
ისევ ის ტკივილი დაკარგულ მიწაზე,
მშობლიურ მიწას ვერ დავშორდებით
მისი სიყვარულით და მტრის ჯინაზე!

ჩვენ კვლავაც გვინდა ახლის შენება,
არ დაგანებებთ გადაშენებას!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები