ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მარი მილე
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2015


სიბნელე

ჩამოირეცხა კლდეებიდან უცნობთა კვალი.
ასეთ გრძელ გზაზე გადარჩენია არ გიწერია...
თუ გინდა მარტომ გაიარო ყველა ოთახი
უცნობის ხმაში ნუ დაეძებ სიზმრების ახნას.
ჩამოირეცხა სხეულიდან წარსულის მოდგმა.
შენი თვალები ახლა ხედავს მხოლოდ სინათლეს.
ასეთი მშვიდი თუ იქნება ყოველი წამი
ჩემი სხეული ლოდმობული გადამიგდია.
ჩამოირეცხა ხელებიდან ყველა შეხება
სხეული არ მაქვს და ხელებიც ახლა სუფთაა.
თუ გრძელ ლოდინში მიღამდება, აღარ ვათენებ
სიბნელეს ძლიერ ვეჭიდები და მეძინება.
ჩამოირეცხა სიზმრებიდან რაც კი მინახავს.
ახლა მე არ ვარ, ის რაც გავხდი უფრო სუფთაა.
არ მინდა შენთან მოვაბრუნო ქვიშის საათი,
რადგან შენამდე სხეულისთვის არ მიბრძოლია.
ჩამოირეცხა ყველა დროში ჩემი წარსული
ყოველი სცენა განმეორდა და მე იქ არ ვარ.
ჩემი ცხოვრება დატრიალდა უჩემო  სახით,
მაგრამ აზრები ძველებურად აგრძელებს ბრუნვას....
გადაფერმკრთალდა კლდეებიდან უცნობის სახე.
საათი მაინც შემობრუნდა და ჩაიცალა.
მძიმე ლოდინში დამიღამდა, არ გავათენე
სიბნელეს ძლიერ ჩავეჭიდე და დამეძინა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები