ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2015


ამოების ამაოება

მაწვნის ქილასავით დღე თეთრად სავსეა,
თვალებს კი აკლიათ ნაცნობი ხედები.
შემომრჩა ღამისგან სიზმარი მეასე,
მეასედ რომ ვხედავ და მაინც ვერ ვხვდები...

ვუყურებ ზეცას და ღრუბელი კვამლია,
რომელშიც მივდივარ, რომელშიც ვორთქლდები...
ეს წელიწადებიც  უფორმოდ წავლიან,
მე მწყდება გული და ამ ხეებს ფოთლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები