ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ანემონე
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2015


* * *

---

ეძებდა ქარი შეწყვეტილ თოვას,
არ ედგათ სული ხმელ ფოთლებს ხეზე.
ვიღაც ელოდა ვიღაცის მოსვლას,
ის კი არავის ელოდა დღემდე.

და რომ მოვიდა, მოვიდა ჩიტად,
ციცინათელად, ან სხვა იერით,
გულში ჩაიკრა და ჰყავდა დიდხანს,
იმედი, ვიღაც გადამთიელი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები