- - - ხდება ხანდახან: ყალბი ნაღდს ნთქავს, ხელიდან სხლტება წლობით ნათითხნი პოზიტივები. დაფრთხები ხოლმე იმ ძაღლივით, შიმშილით რომ ქათმისაკენ წაუცდა პირი, ხოლო პატრონმა საბარგულიდან უცხო ქალაქში ჩამოაგდო... და დიდ პატრონს საყვედურობ: თუკი ვერაფრით გავიხსენებდი რა შეგცოდე, სანამ შენთან, სახლში ვიყავი საწუთროში რად გამომაგდე?!
--- თუკი სოფელი ამაოა, პოეზია ხავსის მხოლოდ ერთი ძაფია, რასაც რწმენაში ბზარებშეპარული ჩასჭიდებია,
- - - რომ გგონია ესესაა ჭეშმარიტება აღმოაჩინე, და ჩქარობ, სხვებსაც გაუზიარო, გაიხსენებ: ის რომ ღმერთი სიყვარულია, უკვე ითქვა, დიდი ხნის წინ. ესეც ხომ ითქვა: სისულელეა ყველა წიგნი, ყველა ქმედება, ჭეშმარიტი ღმერთის - სიკეთის და პატიების კონცეფციას თუ არ ატარებს; რომ ულოგიკო არსებას ქვია ადამიანი, რადგან ისმენს ყოველივეს, გაჩენის დღიდან და მაინც, მუდამ ქვა უჭირავს. და გაიფიქრებ: აზრი არა აქვს რაიმეს წერას, რადგან ვისაც მიეცემა, უშენოდაც მომწიფდება მასში ნაყოფი მშვენიერების, ხოლო ვისაც არ მიეცა, არათუ - შენ, ღვთისსაიდუმლონაზიარებ ავტორებსას კი არ მოძებნის.
--- იმ გლეხის მსგავსად, წლის მოსავლიდან დარჩეულ მარცვლებს სათესლედ რომ გადაინახავს, დრო მოთმინებით ახარისხებს პოეზიის ოკეანის მტკნარ წვეთებს შორის ჭრელ-ჭრელი ნიჟარებით გულსავსე ზვირთებს, და ნაპირისკენ მიერეკება.
***
შემპარავია პოეზია, გინდა წვეთი იგემო, მისი - ზღვა შემოყვება, გადაგლეკავს. ღმერთმა უწყის საით გაგრიყავს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მშვენიერია! 5 მშვენიერია! 5
2. "სისულელეა ყველა წიგნი, ყველა ქმედება, ჭეშმარიტი ღმერთის - სიკეთის და პატიების კონცეფციას თუ არ ატარებს; რომ ულოგიკო არსებას ქვია ადამიანი..."
ნაცნობი განწყობაა...:-* "სისულელეა ყველა წიგნი, ყველა ქმედება, ჭეშმარიტი ღმერთის - სიკეთის და პატიების კონცეფციას თუ არ ატარებს; რომ ულოგიკო არსებას ქვია ადამიანი..."
ნაცნობი განწყობაა...:-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|