ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2015


ლ ო თ ი

მძიმე ნაბიჯით მიაბიჯებს მთვრალი ქუჩაში,
მის ნასვამ ნაჭამს დალაქული პერანგი აღწერს,
ეძინება  და დასასრული აღარ  უჩანს შინ
მიმავალ გზას და აღარ იცი თუკი მიაღწევს.

მიდის და ქარში გაკიდული სველ სარეცხივით,
საითაც სიო დაუბერავს იქით ქანაობს,
ბოლოს კი გულში სასიკვდილოდ  დაჭრილ მხეცივით
ჩაიკეცება და ლოგინად არჩევს "კანაოს".

მაგრამ ტყუილად  ნაკადულმა სახეც და ტანიც
დაუსველა და რაკრაკით ზურგს დაუყვება;
დაეზარება ადგომა და  მერე  კი  მაინც,
წამოდგება და სველ ტანსაცმლით გზას გაუყვება.

ბოლოს  მიაღწევს ნაცნობ ქუჩას და ნაცნობ კორპუსს
(მოგზაურობა დამთავრდაო როცა ეგონა)
მარაზიაში ნაყიდ ლიკანს, კვერცხსა და ორ პურს
იჭერს ცალ ხელში, მეორეთი  ცდილობს ეპოვნა

ის გასაღები, რომელიც, რომ გააღებს მის კარს
მაგრად ამაოდ მისი ბედიც დღესაც "ნაგლია"
დაჯდება კიბის საფეხურზე შეიკრავს პიჯაკს
და აღმოაჩენს  თურმე ღილიც  დაუკარგია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები