სიმშვიდე, ალბათ სპირტი და მთვარე, ანდა უბრალოდ ქარბუქში, მთები ნისლისთ და მაინც მეტად მთავარი თმები და თმებზე გრძელი მითები,
მაკრატლები და სხვა მეომრები, რომლებიც, ამ ხალხს არ ჰგავს, რომლებიც
იწმენდენ შარვლებს, მორწყავენ კაშნეს, ერთმანეთს სკვერში ელოდებია, უხვბეწვიანი მელოტებია, შეიძლება, რომ ღრუბელი გაშრეს,
მათ "ფიტულს", როგორც ვუყურებ ცხედარს. მეოცნებენიც მათ გვერდით სხედან.
არ მოჩანს მთვარე, არც ნისლი მთიდან, ოფლი შეუდგა სახის იარებს, და როგორც სული მომაკვდავ მდიდარს, შენი მოკლე თმა მაღიზიანებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა საინტერსო იყო )))) მომეწონა მომეწონა +++ რა საინტერსო იყო )))) მომეწონა მომეწონა +++
1. "უხვბეწვიანი მელოტები" :)
"თმებზე გრძელი მითები"- კარგი ფრაზაა. (თუმცა "თმა" ასეა სწორიო, ამტკიცებენ და.. )
"უხვბეწვიანი მელოტები" :)
"თმებზე გრძელი მითები"- კარგი ფრაზაა. (თუმცა "თმა" ასეა სწორიო, ამტკიცებენ და.. )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|