| ავტორი: ტ ა ტ ო ჟანრი: პოეზია 14 იანვარი, 2016 |
არ შემიძლია რომ დავესწრო მე შენს დაკრძალვას, როცა ოთახში გაყინული იდგმება კუბო, როგორ გავუძლო ტკივილების, ცრემლების მალვას? მაგ დროს მე შენი გამხნევება მჭირდება უფრო. არ შემიძლია პროცესიას გავყვე ბოლომდე, ვუცქერდე, როგორ ებერება მიწას მუცელი; შენი ხელები, შენი სახე ვნახო ბოლოჯერ, მერე კი მოვყვე ერთად რამდენ ჭირს გავუძელით. არ შემიძლია, შენს საფლავთან ყვავილთა წყება ვზიდო ყოველდღე, დავიღვარო ცხარე ცრემლებად, გადატანილი ვნახო ქვაზე შენი მშვენება, რომელსაც სახის ნაკვთებივით ხავსი ერევა. არ შემიძლია, უშენოდ რომ დავწვე ლოგინში, მარტოხელა კი უკანასკნელს ვგავდე მოჰიკანს და დღე და ღამე გავატარო იმის ლოდინში, როდის ინებებს უფალი და შენთან მომიყვანს; ამიტომ კარგო, სანამ მოვა შენთან სიკვდილი და გადაწყვიტავს, რომ საღამოს ერთურთს გაგვყაროს გავურიგდები როგორმე და სწორედ იმ დილით ჯერ მე დავტოვებ ჩვენს მიწიერ ცოდვილ სამყაროს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. "როგორ გავუძლო ტკივილების, ცრემლების მალვას?"
და რატომ უნდა მალოს?, მითუმეტეს დაკრძალვის დროს?... იყოს +2... უკეთესის მოლოდინში...:)
"როგორ გავუძლო ტკივილების, ცრემლების მალვას?"
და რატომ უნდა მალოს?, მითუმეტეს დაკრძალვის დროს?... იყოს +2... უკეთესის მოლოდინში...:)
5. გმადლობ გულიანა, შენც მრავალ შობა-ახალწელს დაესწარი გმადლობ გულიანა, შენც მრავალ შობა-ახალწელს დაესწარი
4. არ ვარგა... არ ვარგა...
3. მეც ისე გამიხარდა ლექსის ბოლო სტროფი რომ ლამის ცეკვა დავიწყე... :) მრავალს დაესწარით ავტორო თქვენი სიყვარულიანად. ძალიან მომეწონა ლექსი და საჭირო დროს დამთავრდა...ერთობლ, ძლიერი გრძნობით. თიტქოს ფიქრებში სიყვარული სიკვდილის მერეც გრძელდებოდა.
++ მეც ისე გამიხარდა ლექსის ბოლო სტროფი რომ ლამის ცეკვა დავიწყე... :) მრავალს დაესწარით ავტორო თქვენი სიყვარულიანად. ძალიან მომეწონა ლექსი და საჭირო დროს დამთავრდა...ერთობლ, ძლიერი გრძნობით. თიტქოს ფიქრებში სიყვარული სიკვდილის მერეც გრძელდებოდა.
++
2. არაუშავს :) "როგორ ებერება მიწას მუცელი" - მომეწონა :) არაუშავს :) "როგორ ებერება მიწას მუცელი" - მომეწონა :)
1. სანამ ბოლო სტროფს მივადექი თვალზე ცრემლი მომადგა. მეგონა მართლა ვიღაც გარდაეცვალა მეთქი. ეს ის შემთხვევაა როცა გამიხარდა რომ მოტყუებული დავრჩი :) სანამ ბოლო სტროფს მივადექი თვალზე ცრემლი მომადგა. მეგონა მართლა ვიღაც გარდაეცვალა მეთქი. ეს ის შემთხვევაა როცა გამიხარდა რომ მოტყუებული დავრჩი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|