| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 15 იანვარი, 2016 |
(უკანასკნელი წამიერი ხასიათების კოლაჟი)
და დღე იწყება, როგორც მორიგ გვერდი რომანის და ვიღაც ისევ მიუჯდება ობოლ გიტარას... შენ ვერ რწმუნდები, ჩემი გრძნობა ღმერთი რომ არის, ისევ მიყვები, ერთ დღეს როგორ გადაგიყვარდა ვიღაც პოეტი (გაუსაძლისს ფლობდა ხასიათს), იყო თვითმკვლელი, მელანქოლიკ-ალკოჰოლიკი. ვერაფერს გეტყვი, ვერ გაყევი იქით, საითაც დღედაღამ თვალში შემოგცქერის ლექსის ტროპიკი.
გადის დღეები და ტიტრები მორიგი ზამთრის გვითხრობენ ფიფქებს, იკარგება ქარში სონატა ნამტვრევი მთვარის, ბრამსის ვალსი პიანო იან
ტირსენის. ვიღაც ნამთვრალევი ბავშვი მხატვარი მხვდება ქუჩაში, საღებავის მტვერში დამზრალი... შენ გეჩვენება, ზაფხული მე დავაზამთარე, მე კი მგონია, იანვარი ნაბო..არია!
თოვდა მუსიკა, იდგა ღმერთი იქვე ბავშვივით მეზობლის, რადგან ვერ გავბედე სიტყვა ვერცერთი. მსურს ბედს მივენდო, თოთო თოვლზე მეტად დავმშვიდდე, თუმც მახსენდება, რომ თვე არის, ვერაფერს ვწერდი ახალს და სათქმელს... დავივიწყებთ ერთად სიუჟეტს, მეც არ მივაქცევ ყურადრებას ბარბაცს პოეტის. (წამო და სადმე სამოვრიან მინდორს მივუსხდეთ, მერე მე ისევ დავიწყები "ძლივს გიპოვეთი")...
დიდი დრო არის რაც საკუთარ ფიქრებზე ვფიქრობ, ჯერ ვერ შევჯერდი და საერთოდ რა მსურს, რა მინდა? ჩემივე თავში ჩავეტიო, მივხედო სტრიქონს, რა გაზაფხული, მოვიყვანო ჩემი ამინდი.
ვთამაშობ სხვისი სცენარებით, არ ვცნობ სუფლიორს მაინც და ფიფქო, კვლავ მიწას თუ დაეხურები, მე მასთან ერთად ისე მინდა, ტრამალს მივსდიო, რომ თოვლში რჩება მხოლოდ ერთის ნაფეხურები.
მთავრდება მთვარე, იღეჭება ღრუბელს ზღაპარი, ვგრძნობ მოაჯირებს ფეხების ქვეშ, ვხსნი ფრთებს შეკეცილს და ხიდზე მდგარი მუნჯ სტრიქონებს ყეფით გავძახი - - ყველა კეთილი დასასრულის დედას შ...ი!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არ მგონია ახლა ვინმე იდეურად ისეთ რამეზე წერდეს, რაზეც არ უსაუბრია რომელიმე წინაპარ ავტორს.. ალკოჰოლიკი და "სხვა ბოჰემისტი" მეეჭვება დალაგებულად საუბრობდეს თუ წერდეს :) გმადლობთ, რომ მკითხულობთ, საინტერესოა ჩემთვის ყველას აზრი ^^ არ მგონია ახლა ვინმე იდეურად ისეთ რამეზე წერდეს, რაზეც არ უსაუბრია რომელიმე წინაპარ ავტორს.. ალკოჰოლიკი და "სხვა ბოჰემისტი" მეეჭვება დალაგებულად საუბრობდეს თუ წერდეს :) გმადლობთ, რომ მკითხულობთ, საინტერესოა ჩემთვის ყველას აზრი ^^
2. ყოველი ახალი ავტორის კითხვის მერე მეც ვატყობ გავლენებს.. მარა მე მაგას ლიტერატურულ პროცესში ჩართვას ვუწოდებდი, სადაც ინდივიდუალურობა არ იკარგება მაინც :) გავლენა არც ისე ცუდი რამეა, გააჩნია ყოველი ახალი ავტორის კითხვის მერე მეც ვატყობ გავლენებს.. მარა მე მაგას ლიტერატურულ პროცესში ჩართვას ვუწოდებდი, სადაც ინდივიდუალურობა არ იკარგება მაინც :) გავლენა არც ისე ცუდი რამეა, გააჩნია
1. გავლენების, ბანალურობის, არეულობების მიუხედავად მე მომეწონა ახლა ეს ლექსი :)
ისეთი ლამაზი მომენტებია ალაგ-ალაგ...
და ისეთი ჯიგრულიც :)
გავლენების, ბანალურობის, არეულობების მიუხედავად მე მომეწონა ახლა ეს ლექსი :)
ისეთი ლამაზი მომენტებია ალაგ-ალაგ...
და ისეთი ჯიგრულიც :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|