ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2016


გზა მონასტრისკენ ( თავი II )

-ცოტა აქეთ გააჩერე -მიმანიშნა გიომ

  მონასტერში შესვლისთანავე, იქვე მყოფი ბერები შემოგხვდნენ. რომლებიც კელიიდან ეკლესიამდე ბილიკს ასუფთავებდნენ თოვლისგან. აქაურობა ბევრად უფრო მშვენიერი მეჩვენა ვიდრე უწინ. თეთრად დათოვლილი არემარე ბევრად ლამაზს ხდიდა ყველაფერს. ეს ალბათ იმიტომ რომ შარშან ამ დროს, თოვლი საერთოდ არ ყოფილა აქ.
- დაგვლოცეთ მამაო -წინ გადავდგი ნაბიჯი და მხარზე ვემთხვიე.
-ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო. გაგვიხარდა თქვენი სტუმრობა. თუმცა, უფრო ადრეც გელოდით...
-აი, ამის ბრალია მამაო - ჩემზე მიანიშნა გაგამ, ღიმილით - რამდენჯერ ვუთხარი, ვთხოვე. რომ დააპირებ ასვალს მეც წამოგყვები თქო...
-თქვენ?
- ხო მართლა... ეს გაიცანით , გაგაა. ჩვენი მეგობარი.
-რა გვარის კაცი ხარ, გაგა?
-მენთეშაშვილი, ქართლელი ვარ მამაო.
-კეთილი... და შენ? რატომ "გვიმალავდი" ასეთ ხალხს? - გულიანად გადაიხარხარა ბერმა
-მამაო, ხომ იცით მე...
-ვიცი, ვიცი... ზოგადად ბიჭებო, სანდრო მარტო სტუმრობს ხოლმე ჩვენს მონასტერს და ასე რომ ძაანაც ნუ გაუწყრებით- ღიმილნარევად თქვა და მხარზე ხელი მომხვია.
-ხო ... სანდრო რაღაც მარტოსული გვყავს - გადმოგვხედა გიომ
-ესენი კი ჩემი თანამშრომლები: ბესო და ილია.
-სასიამოვნოა ბიჭებო. წამოდით მაშინ მოსალოცად...
წინ გაგვიძღვა ბერი, თან მონასტრის დაარსების ისტორიას უყვებოდა ბიჭებს, რომელიც საუკუნეებს ითვლიდა. გარშემო მაშინდელი სამოლოცველოს კედლებიღაა შემორჩენილი რომლის რესტავრირებაც ჯერ ვერ ხერხდებოდა. თვითონ ეკლესია უფრო მაღლობზეა და შედარებით უკეთეს მდგომარეობაში, რომელიც ბაზილიკის სტილით არის ნაშენები.სამ ნავიანი. საკურთხევლის შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. ასეთი სტილის ეკლესიებს IV საუკუნიდან უწოდებდნენ ბაზილიკებს. გვერდს კი მასზე ბევრად მაღალი სამრეკლო უმშვენებს. ზაფხულში კი სულ სხვაა, როდესაც გარშემო ყველაფერი მწვანედაა შეფერილი. რაც შეეხება ბიჭებს, ისინი სულგანაბულნი უსმედნენ ბერის მონათხრობს. გზად კი ეკლესიასაც მივუახლოვდით. თვალიერებაში გართულნი, ზოგს მგონი ლოცვაც კი გადაავიწყდა.რამდენიმე ხანს დავყავით იქ, მოვილოცეთ და სატრაპეზოსკენ დავეშვით.
-მშვენიერია აქაურობა - მაღლა აპყრობლი მზერით თქვა გაგამ.
-აწი ხშირად გვესტუმრე, რამდენი ხნითაც გინდა -მიუგო ბერმა
-აუცილებლად ....
-მამაო, წინამძღვარი სად არის? - რატომღაც მოგვიანებით შევნიშნე მისი არ ყოფნა
-მამა ზენონი ჩვენს ძმებთან ერთად, ძამას ხეობაში არიან მოსალოცად...
-დიდი ხანია აღარ მინახავს...
-ჰო... შვილო. ხან სხვა ეპარქიაშია ხოლმე ასე მოსალოცად. ერშიც ხშირად უწევს ხოლმე ჩასვლა. ჩვენ კი აქ ვართ ხოლმე და აქაურ საქმეებს ვეწევით.
-გასაგებია... კარგით მამაო ჩვენ წავალთ
-დაიცადეთ ცოტა ხნით და ტრაპეზზე შევიდეთ, მალე ყველაფერი მზად იქნება... -სატრაპეზოსკენ გაიხედა მამაომ
- იყოს მამაო, ნუღარ შეწუხდებით ჩვენთვის, აჯობებს წავალთ - დასამშვიდობებლად გაემართა გიო
-კარგით მაშინ, რას ვიზამთ?! გზას დაგილოცავთ და დიდიხნით არ გემშვიდობებით იცოდეთ -სიტყვას, იუმორით თითის ქნევაც დაურთო მამაომ
-დროებით - დავემშვიდობე მეც და მანქანისკენ გავემართეთ ყველა.
-ღმერთმა დაგლოცოთ...

                                                                                                                    ***

-აუ სანდრიკ, აქამდე სად იყავი - საუბარი წამოიწყო ილომ
-ალბათ ქალაქში რომ ჩავალთ, გაგაც იგივეს მეტყვის?! - სარკიდან უკანა მანქანაზე ვანიშნე.
-ეგ უეჭველი -თქვა ილომ და უკანა სავარძელს მიეყრდნო, ამას წამოწოლას უფრო დავარქმევდი.
-ნინისთან რომელზე უნდა მივიდეთ? -გამომხედა გიომ
- 6-ზე ხო, სანდრო?
-ნინიიიი?!... სულ აღარ მახსოვდა.
-შენ იმედია წამოხვალ ხო?
- ხო, რავი მე...
-აბა რა იცი? -შემიტია გიომ
-მათქმევინე... სახლში გავალ, მოვწესრიგდები და პირდაპირ გამოვალ
-ხო რაა და მეც გამომიარე რა კაცურად. ილო და... შენ საიდან იცნობ ნინის?
-ჩემთან და სანდროსთან იყო სამსახურში მოსული და მაშინ გამაცნო...
-გეუბნები ძმაო, ისევ ახსოვხარ თქო - გაეცინა გიოს, რაც თითქოს არ მესიამოვნა
-სანდრიკ, ჩემთვის რომ არაფერი გითქვამს - უცებ გამოცოცხლდა ილოც
-არაფერი განსაკუთრებული, გახსენებადაც არ ღირს....
-ეს შენთვის...
-შენ რა გინდა საერთოდ? -გვერდზე გავხედე
-უბრალოდ რა.. - და სიცილით ხელი მკლავზე მომარტყა გიომ.
  მშვიდი სვლით, ნელ-ნელა ქალაქშიც დავბრუნდით. როცა ეს პერიოდი მახსენდება, ჩემში ზუსტად მაშინ ხდებოდა რაღაც. გზად ბიჭებს ველაპარაკებოდი თუმცა ფიქრებით არ ვიყავი მათთან. მე ისევ იქ, რამოდენიმე კილომეტრის უკან დავრჩი. იმას ვხვდებოდი რომ ჩემში რაღაც გარდატეხა ხდებოდა. სწორედ მაშინ იწყებოდა ჩემს თავთან ბრძოლა, იბადებოდა კითხვები თუ რა მინდოდა საერთო ჯამში?! ხშირად იმასაც კი ვეკითხებოდი ჩემს "მე"-ს თუ ვინ ვიყავი.ვაკეთებდი ერთ საქმეს თუმცა ჩემი სული და გონება მინდობილი იყო სულ სხვაზე და არა სწორედ იმ საქმეზე. საოცარი შიმშილის და წყურვილის შეგრძნება მაწუხებდა თუმცა ხომ გითხარით, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდ რისგან გამომდინარეობდა ჩემი ეს ყველაფერი. ადამიანი ხომ მუდმივ ძიებაშია, როგორც საკუთარი თავის ისე იმ მომავალი "საქმის" რისი კეთებაც უნდა აირჩიოს. და ეს ძიება დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც მონასტრის კედლებს გამოვცდით...

                                                                                                  ***

  საღამოს ნინის და მის ოჯახს ვესტუმრეთ. მისი დაბადების დღე იყო. ტრადიციულად, ყოველი წლის ამ დღეს ყველა მისი მეგობარი და ახლობელი მასთან ვიკრიბებოდით და დროსაც შთამბეჭდავათ ვატარებდით. რა ჯობია მეგობრულ წრეში ასეთ საღამოს?!
რაც შეეხება ნინის...
ჩვენ, საერთო მეგობრისგან გავიცანით ერთმანეთი და ხშირად გვიწევდა ერთმანეთის ნახვა. იყო პერიოდი როდესაც ძალიან დავახლოვდით და გარკვეული სიმპათიებიც გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგად და დადებითად მახსენდება. საერთო ჯამში ამ ურთიერთობამ 1 წელს გასტანა. ბევრი საერთოც გვქონდა თუმცა, ამ ყველაფერს წერტილი თავად დავუსვი. ზუსტად ვერ აგიხსნით რატომ და რა მიზეზით.თუმცა ჩვენს ურთიერთობასა და ერთად ყოფნას მომავალში უბრალოდ ვერ ვხედავდი. ძალიან მშვიდ ფარგლებში დასრულდა ყველაფერი. შემდეგ კი მეგობრული სტატუსის შენარჩუნება უკვე ნინისგან იყო წამოსული. ინიციატივა, რასაც ჩვეულებრივ დავთანხმდი. მეგობრები დღემდე არ ივიწყებენ იმ პერიოდს და იმასაც კი მეუბნებიან რომ მისთვის არც არაფერი დასრულებულა. მე კი უბრალოდ ყურს აღარ ვუგდებ მათ აზრს ამ საკითხზე. ჩემთვის ჩვეულ დინებად გრძელდებოდა ეს ყველაფერი.
იმ დღესაც მე და გიო ერთად მივედით მასთან. კარები მამამისმა გაგვიღო. გიომ, როგორც ყველაზე აქტიურმა პირველმა შეაბიჯა მათთან.
-გილოცავთ, შვილის დაბადების დღეს -და ძველი მეგობრებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს
-გაიხარეთ ბავშვებო, მობრძანდით -შეგვიპატიჟა მამამისმა
-როგორ ხართ? -მივესალმე მეც
-კარგად სანდრო, თავად?
-კარგად... 

მალევე მისაღაღებში აღმოვჩნდით. ნინიმ სამზარეულოდან შენიშნა ჩვენი შემოსვლა და გამოემართა ჩვენსკენ.
-გიოო.,. სანდრო... როგორ ხართ?
-გილოცავ ნინი, აი ეს შენ. - ლამაზად შეფუთული საჩუქარი მიაწოდა გიომ- ჩემგან და სანდროსგან
-მადლობთ ბიჭებო. დასხედით რა... რატომ დგახართ?!
-გაგა არ მოსულა? -ვკითხე მე
-არა. მეგონა თქვენთან ერთად მოვიდოდა.
-გვითხრა მოგვიანებით შემოგიერთდებითო.
- ხო და მაშინ მოვა. თქვენ ქურთუკები მომაწოდეთ იქამდე...
 
ერთ რაღაცას კი ნამდვილად ვერ ვუარყოფდი. ის ისევ ისეთი მშვენიერი იყო. თითქოს შეცვლილი, თუმცა მაინც მშვენიერი. რაღაც საოცარი ქარიზმა ქონდა, რაც გაიძულებს რომ აუცილებლად გაიღიმო და ყველაფერი ცუდი, სახლის კარს მიღმა დატოვო. ამას ნინი ჩემში ყოველთვის ახერხებდა. ახლა ვფიქრობ რომ კარგია, ასე მარტივად არ დავთმე და არ დავკარგე.
  დანარჩენებიც მალე შემოგვიერთდნენ და ყველა ერთად მიუსხედით სუფრას. საღამოც კარგად წარიმართა. როგორც ხდება ხოლმე, ბევრიც გავიხსენეთ, ბევრიც ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ალკოჰოლის ქვეშ, უკვე სიმღერაც მოინდომა ზოგ-ზოგი ერთმა და გიტარაც მაშინვე მოიტანეს სუფრაზე. მსგავს რაღაცეებზე არ მიყვარდა თავის გამოჩენა, და უბრალოდ მათ ბედნიერ სახეებს შევსცქეროდი. მალე ერთ-ერთი ოხუნჯიც გამოჩნდა. ნინის ბავშვობის მეგობარი ლაშა. ის მალევე ჩაერთო ამ გაუგებრობაში და მოინდომა სკოლის პერიოდი გაეხსენებინა. ამისთვის ხან სკამზე შემომდგარი ლექსის წაკითხვა მოინდომა. ხანაც, ტუჩზე მწვანილ მორგებული, მათ ფიზიკის პედაგოგს აჯავრებდა. გოგოების სახეები უნდა გენახათ ამის დანახვაზე. სიცილისგან უკვე ფერი ჰქონდათ დაკარგული. თითქმის დაშლის დროს, გაგა და ილოც შემოგვიერთდნენ. ერთადერთი გაგა იყო იქ მყოფთა შორის, ვისაც საერთოდ არ ეცინებოდა. ალბათ იმიტომ რომ ლაშას ცინიზმი, მასაც "გადაწვდა". ლაშა კი სუფრის გარშემო, წელში ოდნავ მოხრილი აგრძელებდა თავის "წარმოდგენას". ნინისაც თვალები უბრწყინავდა თავის მეგობრების შემხედვარე. თითქოს ლაშათი კი არა, არამედ მეგობრების მხიარულობიდან ღებუოლობდა მთელ ენერგიას. შემდეგ სიმღერა განაგრძეს ისევ.

- გაგა, რა  ხდება? -მისი ეს მდგომარეობა, არ მომწონდა.
-არაფერი, ჰაერზე გავალ -თქვა და დატოვა ოთახი
ნინის მამაც შემოგვიერთდა ცოტა ხნით. რომელიც ერთი სადღეგრძელოთი შემოიფარგლა და ჩვენ დაგვლოცა. გასვლამდე კი სიყვარულის სადღეგრძელოც შემოგვთავაზა სუფრის წევრებს, რატომღაც. რაზეც მე და ნინიმ წამიერად გადავხედეთ ერთმანეთს. ეს იყო და ეს.  ამ დროს ილო მომიახლოვდა და ჩუმად ჩამჩურჩულა:
-გარეთ გამოდი, კამათობენ...
მე წამსვე ავდექი რაც ბევრს მაშინვე მოხვდა თვალში. გაუაზრებლად დანარჩენებიც წამოიშალნენ და ერთად გავედით გარეთ. იქ კი , გაგა და ლაშა დაგვხდნენ. რომლებიც გამეტებით იწეოდნენ ერთმანეთისკენ. მე გარკვევა არც დამიწყია და მაშინვე ლაშას მივადექი
-აქ რა ხდება?
-სანდრიკ, ხომ იცი რომ დიდ პატივს გცემ?!
-ამ წუთას თქვენ ორივე ნინის და მის ოჯახს უნდა ცემდეთ პატივს. თქვენ კიდევ რას გავხართ? ერთმანეთს შეხედეთ.
გაგა მაინც გამალებით იწეოდა მისკენ, რაზეც ილო უწევდა წინააღმდეგობას
-მე შენც გელაპარაკები ჩემო ძმაო, შენც...
-მე არც არაფერი დამიწყია- ყვიროდა გაგა
-მაგით , რას ამბობ? -კბილებში გამოსცრა ლაშამ
-საკმარისია... აქ არაფერი არაა გასარკვევი. ყველანი მეგობრები ვართ შეკრებილნი. ახლა კი ჭკუას მოუხმეთ და ცოტა ცივილიზებულად მოიქეცით, ხომ გამიგეთ?! -გადავხედე ორივეს. რაზეც გაგამ, ილოს ხელი აუკრა და უკომენტაროდ გაემართა თავისი მანქანისკენ. გიოც მაშინვე ჩაუჯდა მას. მე მანქანის შუშა კაკუნით ჩავაწევინე :
-საით მიდიხარ? რა გემართება?
-მე მივხედავ ამას. შენ ცოტა ხნით გაჩერდი ილოსთან ერთად. უხერხულია ეხლა ორივე რომ წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად.-თქვა გიომ
-პასუხი მაინც, ვერ მივიღე...
-კაი რა სანდრო... ნუღარ გავაგრძელებთ. ჩვენ გაგვიშვი წავალთ, თქვენ კი დაბრუნდით ნინისთან , ახლა ასე აჯობებს.
წინააღმდეგობა აღარ გამიწევია ბიჭებისთვის. უკან მოტრიალებულს ნინი დამხვდა
-სანდრო, რა ხდება?
მე სიმშვიდის ნიშნად, ხელი ხელზე მოვკიდე და სახლისკენ წავედით.
-არც არაფერი. ყველაფერი კარგადაა... 

                                                                                        ***
-სანდრო, ადექი... -თქვა გიომ და ისევ ფარდა გადაწია ჩემს გასაღვიძებლად.
-რა ხდება?
-გაგა, მონასტერში დაბრუნდა უკან...
-რაა? -უცებ ვერ მოვასწარი აზრების დალაგება.
-ხო, მამაოსთან წასულა დღეს დილით. მაგის დას ველაპარაკე და ასე მითხრა.
მე მაშინვე წამოვდექი და მოწესრიგება დავიწყე. გაურკვეველი იყო ჩემთვის გაგას ეს ნაბიჯი. ის ხომ სულ რაღაც ერთი დღის უკან იყო მონასტერში პირველად ასული. თუმცა გუშინ არ მომჩვენებია, აშკარად რაღაც აწუხებს. მაგრამ რა?... თავადაც არ ვიცოდი.
-კიდევ რა გითხრეს, თავისიანებმა?
- გუშინ რომ დაბრუნებულა სახლში უთქვამს რომ, რამოდენიმე დღით მონასტერში უნდა წავიდეო და დილით ასეც მოიქცა -თქვა გიომ
მე ნელა დავეშვი სავარძელში
-ეგ გასაგებია, უბრალოდ ცოტა გამიკვირდა...
-გაქვს კიდევაც მიზეზი -გამომხედა გიომ, რომელიც ფანჯრიდან ეზოს ათვალიერებდა
-რას გულისხმობ?
-სანდრო მომისმინე! გაგას სერიოზული პრობლემა აქვს და ჩვენი დახმარება სჭირდება.
-რა პრობლემა?


                                                                                                            (გაგრძელება იქნება)








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები