ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2016


ჩვენ ვიცით

ჩვენ უკეთ ვიცით,
ვინ ვიყავით, როგორ ვიცხოვრეთ.
ჩვენი სახლები
ნატყვიარ სახლებზე ადრე დაბერდნენ.
ჩვენმა ქვრივებმა
ისწავლეს ქსოვა და მკითხაობა.
ქოთნის ყვავილებს
დაარქვეს სახელები, კატები გაიჩინეს და
სულ უფრო ხშირად კითხულობენ
ბლოკს და ბოანეს.

(ისე ლამაზად ბერდებიან ჩვენი ქვრივები,
როგორ არ უნდა მოვმკვდარიყავით?! )

ჩვენ უკეთ ვიცით,
ჩვენი სულის წონის სიმძიმე,
რადგან ერთხელაც ჩამოვწყვიტეთ ციდან ვარსკვლავი,
რადგან ერთხელაც ჩამოვკიდეთ ჭაღზე მარყუჟი,
ჰოდა, ჩვენ ვიცით,
ჩვენი სულის წონის სიმძიმე

და სხვამ არავინ. სხვამ არავინ, რადგან საუბრებს
სუნი ვარჩიეთ პალატების, სველი რკინიგზის
სუნი. ვინც ღამეს აჩრდილებთან ვყოფდით თანაბრად
და სისხლისღვრამდე გვიცეკვია მამლის ყივილზე

ჩვენ უკეთ ვიცით - ვინ ვიყავით,
როგორ ვიცხოვრეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები