 | ავტორი: ბუდულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 იანვარი, 2016 |
ორი თვის წინ ჩემს მეხუთეკლასელებთან უცნაური ინცინდენტი მოხდა: სოფის ჩანთაში ჩატოვებული ხუთლარიანი ოთხად გახეული და იგივე ჩანთის უჯრაში ჩაბრუნებული დახვდა.
უცნაურია,რადგან მეხუთე კლასელმა ფულის მოპარვას , მისი დახევა და უკან დაბრუნება ამჯობინა. დავატრიალეთ კამერები, მაგრამ დადასტურებულად ვერაფერი დავადგინეთ და ... მივივიწყეთ.
ორი დღის წინ, იგივე სოფის ჩანთაში ყველა სასკოლო წიგნი დახეული და ინგლისურის ლექსიკონი ამოფლეთილი დახვდა.
ახლა კი ნამდვილად ვინანე წინა ინცინდენტი გამოურკვეველი რომ დარჩა. რაღას ვიზამდი. გონება ავამუშავე... მეხუთე კლასელები ხომ შიშით უყურებენ ყველაფერს. ამიტომ სიფრთხილე აუცილებელი იყო. თუმცა ამ საქმის ჩამდენი აუცილებლად უნდა გამოვარკვიო, რომ მისი პროტესტი როგორმე შევარბილო და შური ანდა ბოღმა გავანეიტრალო. ბიჭები ცალკე შევკრივე და გოგონები ცალკე. კითხვა მარტივი და გასაგები : __თუ ვინმემ დაინახეთ,ვინ დახია წიგნები, დაწერეთ მხოლოდ სახელი. თუ არ დაგინახავთ,დაწერეთ, რომ არ დაგინახავთ. 18 ბიჭიდან ათმა დაწერა "ნინო", სხვებმა "არ ვიცი" 14 გოგონადან კი ორმა დაწერა "ნინო", დანარჩენმა "არ ვიცი".
ფურცლები მხოლოდ მე წავიკითხე და ჩანთით წამოვიღე, რომ არავის ენახა და სამასწავლებლოში დავბრუნდი.
თითქოს საფიქრალი აღარაფერი იყო... მაგრამ მომდევნო დასვენებაზე ნინომ ტირილით მოირბინა ჩემთან და მასწავლებელო, ბავშვები წიგნების დახევას მე მაბრალებენო,სლუკუნებდა და ტიროდა. გადავირიე...ხელი ჩავკიდე და კლასში გაცოფებული შევედი..
ვნანობდი უკვე ამ გამოკითხვის ჩატარებას... კლასში კი ისეთი განწყობა დავინახე, შემეშინდა. ასეთ პატარა ბავშვებსაც კი სისხლი სწყუროდათ... __რა ქენით მასწავლებელო, გაარკვიეთ, ვინ დახია?_გამომეჭიმა ერთი. მას სხვებიც აყვნენ. __არაფერი არაა ჯერ გარკვეული, უმრავლესობამ "არვიცი" დაწერეთ, არ გახსოვთ?_ხმას ავუწიე და ვიცრუე მე_მე ჯერ არაფერი გამირკვევია. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ის ვინც წიგნები დახია, ჩემთან მოვა და თვითონ მეტყვის, რა მოხდა ანდა რატომ გაააკეთა.
მერე ნინო თავის მერხზე დავსვი , ყველას გავუბრაზდი და ვინმეს დადანაშაულება სასტიკად ავკრძალე.
ახლა რაღა ვქნა_დავდივარ და ვფიქრობ. სოფის მშობელი დამნაშავეს გამორკვევას და ახლა წიგნს ითხოვს. ნინო მამით ობოლი გოგოა , დედა საზღვარგარეთ მუშაობს, ბავშვი კი მოხუც ბებიასთან ცხოვრობს. ბავშვმა რამე არ აუტეხოს თავს...თვალები ცრემლიანი ჰქონდა. საფიქრალი გამიათმაგდა.
წინ შაბათ კვირა იყო. ამიტომ ორი დღით გადაიდო ყველაფერი. მთელი უქმეები იმას ვდარდობდი, ნინოს ცუდი არაფერი ჩაედინა, ბებიამისის ტელეფონის ნომერიც არ მქონდა, რომ მომეკითხა. ორშაბათს ისევ მოგვაკითხა სოფის დედამ და დირექტორთან შეხვედრა მოითხოვა...
დირექტორმა იფიქრა, გაითვალისწინა ბავშვების ასაკი, დასჯის მსგავსი ყველაფერი გამოგვარიცხინა და გადავწყვიტა ასეთი გამოკითხვა ჩაგვეტარებინა:
ცარიელ ფურცლებზე იმათ, ვინც თავს დამნაშავედ არ თვლიდა, ცარიელი წრე უნდა დაეხატა. ხოლო თუ ვინმე ამის ჩამდენი კლასში იმყოფებოდა, წრეში ჯვარი უნდა ჩაეწერა... საოცარი შედეგი ამ გამოკვლევის მერე დადგა:
ოცდათერთმეტი ფურცელი მხოლოდ ცარიელი წრეებით იყო შევსებული, ხოლო ერთ ფურცელზე წრეში ჯვარი იყო ჩახატული, მერე პასტით გადაშლილი, თუმცა გარკვევით ჩანდა და გვერდით ცარიელი წრე იყო დახატული.
ჯერ გაოცებულმა შევხედე ამ ფურცელს, მერე კი სიცილი ამიტყდა...
ნინო ბოლომდე ვერ "გვენდო", ათი წლის ბავშვმა ჯერ გადაწყვიტა, გულწრფელი ყოფილიყო, მაგრამ ბოლო წუთს თავდაცვის ინსტიქტმა გადააფიქრებინა.
დღეისთვის ერთადერთი "ეჭვმიტანილი " ისეც და ისევ ნინოა, რომელმაც სავარაუდოდ შური იზია სოფიზე, დაქალის წართმევის გამო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მეგონა ყველა სკოლას ჰქონდა ფსიქოლოგის გამოყენების საშუალება. მეგონა ყველა სკოლას ჰქონდა ფსიქოლოგის გამოყენების საშუალება.
3. სკოლაში ფსიქოლოგი არ გვყავს
ანუ მეტი არავინ გამომეხმაურებით? სკოლაში ფსიქოლოგი არ გვყავს
ანუ მეტი არავინ გამომეხმაურებით?
2. აუცილებლად უნდა ესაუბროთ (ან ასაუბროთ თავად ბავშვი) ფსიქოლოგს და საერთოდ ყველა სკოლას ყავს ბავშვის ფსიქოლოგი აუცილებლად უნდა ესაუბროთ (ან ასაუბროთ თავად ბავშვი) ფსიქოლოგს და საერთოდ ყველა სკოლას ყავს ბავშვის ფსიქოლოგი
1. ალბათ ხვდებით, ამ წერილს ფეისბუქზე ვერ დავწერ, არადა მართლა მჭირდება გონიერი ადამიანების დახმარება.
ველი საღ აზრებს ალბათ ხვდებით, ამ წერილს ფეისბუქზე ვერ დავწერ, არადა მართლა მჭირდება გონიერი ადამიანების დახმარება.
ველი საღ აზრებს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|