გარეთ თოვდა. აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი. ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი. აღარც ფაცხა , აღარც ქისა , აღარც ჩინი თვალისა... კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას.
ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო, ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო.
ველად ვსდიე. აბა, წიე, ჯანიანი ვიყავი, თუმც, მალევე დავეწიე, ვერაფერი ვუყავი
-გოგო, გოგო, თვალკაკაბა, ხვალვე ცოლად შეგირთავ! ცხრა სულ მსახურს დაგიყენებ, ცხრა ძმას დავთმობ შეგირდად...
ასე მითხრა:- არ მინდაო, ბიჭო, შენი დოვლათი. რაც მაცვია იმითაო, სხვას მივყვები ცოლათო.
ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო, ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო
კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას... აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა გარედ თოვდა, აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი, ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. მიყვარს ეს ლექსი. მიყვარს ეს ლექსი.
37. რა კარგია, კიარადა, მეტიიი რა კარგია, კიარადა, მეტიიი
36. მემგონი "ქო ვათქუ დო ვარიაო" უნდა იყოს :D არასწორად ხომ არ მესმოდა ეს ნაწილი? თუ კიც თქვა და არაცო?!
+5
მემგონი "ქო ვათქუ დო ვარიაო" უნდა იყოს :D არასწორად ხომ არ მესმოდა ეს ნაწილი? თუ კიც თქვა და არაცო?!
+5
35. პალატამერვე, ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ლექსი მოსმენილი. :) შესანიშნავი ლექსია...აი, ზუსტადაც შესანიშნავი... ნამდვილი პოეზია, წყალივით რომ მიდის. :) პალატამერვე, ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ლექსი მოსმენილი. :) შესანიშნავი ლექსია...აი, ზუსტადაც შესანიშნავი... ნამდვილი პოეზია, წყალივით რომ მიდის. :)
34. მადლობა! ტოტებიანად გავიტრუნე, ფესვებიანად გასახმობი:) მადლობა! ტოტებიანად გავიტრუნე, ფესვებიანად გასახმობი:)
33. მუსიკასავით იღვრება სტრიქონები. ამიტომაც მღერით, როცა ყვებით...
მუსიკასავით იღვრება სტრიქონები. ამიტომაც მღერით, როცა ყვებით...
32. ძალიან მაგარი ლექსია, ერთ-ერთი საუკეთესო , უფრო სწორად 2 მომეწონა ერთნაირად ეს და კიდევ 1 ჯადენს ჰქონდა, ძალიან მაგარია, მე არ მაქვს განათლება რო რაღაცეები გავარჩიო მარა ფაქტია მაგრად მომეწონა. ძალიან მაგარი ლექსია, ერთ-ერთი საუკეთესო , უფრო სწორად 2 მომეწონა ერთნაირად ეს და კიდევ 1 ჯადენს ჰქონდა, ძალიან მაგარია, მე არ მაქვს განათლება რო რაღაცეები გავარჩიო მარა ფაქტია მაგრად მომეწონა.
31. მოვიხიბლე! +5 მოვიხიბლე! +5
30. სული და გული ჩავტოვე ამ გვერდზე და ისე გავდივარ... გიორგი ჩაკვეტაძის ,,გოგო იყო" გამახსენდა, ჩემი უსაყვარლესი ლექსია ისიც.... სული და გული ჩავტოვე ამ გვერდზე და ისე გავდივარ... გიორგი ჩაკვეტაძის ,,გოგო იყო" გამახსენდა, ჩემი უსაყვარლესი ლექსია ისიც....
29. კარგი ლექსი, საინტერესო ექსპერიმენტი, მშვენიერი პოეტური ენა, ზომიერების გრძნობა, თითქმის ვიზუალურად მოყოლილი ამბავი, ფოლკლორის სწორად მოტანილი ელემენტები, შინაარსის და ფორმის კარგი შერწყმა, თითქმის სასიმღერო მელოდია, დარჩა რამე? - ესაა ლექსი!!! კარგი ლექსი, საინტერესო ექსპერიმენტი, მშვენიერი პოეტური ენა, ზომიერების გრძნობა, თითქმის ვიზუალურად მოყოლილი ამბავი, ფოლკლორის სწორად მოტანილი ელემენტები, შინაარსის და ფორმის კარგი შერწყმა, თითქმის სასიმღერო მელოდია, დარჩა რამე? - ესაა ლექსი!!!
28. საღოლ ჯიმა ;) საღოლ ჯიმა ;)
27. ოუ. კარგი მელოდიაა. ოუ. კარგი მელოდიაა.
25. რა კარგი გამოსვლა იყო...:-* მე19 კომენტარი მაქვს მხედველობაში...:-* რა კარგი გამოსვლა იყო...:-* მე19 კომენტარი მაქვს მხედველობაში...:-*
24. ჩემი შეფასება:1000 000 000 ჩემი შეფასება:1000 000 000
23. ერთადერთი რაც მევასა საკაიფო რიტმი აქვს... ერთადერთი რაც მევასა საკაიფო რიტმი აქვს...
22. აჰ დიდი არაფერი... აჰ დიდი არაფერი...
21. პაპუნა, რა დაგემართა შენ კიდე...:) ასი წლის კაცი იხსენებს ოთხმოცი წლის უკანდელ ამბავს, თვალკაკაბას კი არა და გნოლსაც დაუძახებდა. ბებიაჩემი ხშირად ღიღინებდა ასეთ რამეს:
"ქალო გნახე ფეხშიშველი გამაგოგდი ეზოშია, გენაცვალე კაკაბს ჰგავდი მოსეირნეს ფერდოშია." და არც ისე შორეული ამბავია ეს სიმღერა მგონი. აი სხვა სიტყვები არ მახსოვს და ვაჟა-ფშაველასია მგონი ... :)
წადი ეხლა და დაიწუნე ვაჟა-ფშაველა. :))
პაპუნა, რა დაგემართა შენ კიდე...:) ასი წლის კაცი იხსენებს ოთხმოცი წლის უკანდელ ამბავს, თვალკაკაბას კი არა და გნოლსაც დაუძახებდა. ბებიაჩემი ხშირად ღიღინებდა ასეთ რამეს:
"ქალო გნახე ფეხშიშველი გამაგოგდი ეზოშია, გენაცვალე კაკაბს ჰგავდი მოსეირნეს ფერდოშია." და არც ისე შორეული ამბავია ეს სიმღერა მგონი. აი სხვა სიტყვები არ მახსოვს და ვაჟა-ფშაველასია მგონი ... :)
წადი ეხლა და დაიწუნე ვაჟა-ფშაველა. :))
20. ჩემი აზრით ამ ლექსის მთავარი ხიბლი სწორედ ის ენაა რითიც არის დაწერილი (და სწორედ იმიტომ რომ ამ ეპოქაშია ასე დაწერილი). თუმცა ამაზე თქვა ბევრმა ქვემოთ, ჩემზე კარგად. ჩემი აზრით ამ ლექსის მთავარი ხიბლი სწორედ ის ენაა რითიც არის დაწერილი (და სწორედ იმიტომ რომ ამ ეპოქაშია ასე დაწერილი). თუმცა ამაზე თქვა ბევრმა ქვემოთ, ჩემზე კარგად.
19. ძალიან მაგარი ლექსია! 5!
ძალიან მაგარი ლექსია! 5!
18. პაპუნა...
ასი წლის პაპა იხსენებს, როგორ აბამდა გოგოს და ვერაფერი გამოუვიდა :) თვალკაკაბაო, - ასე ვუთხარიო, ახალგაზრდობაშიო, ეჰეე, როდის იყო ეგაო...
ვფიქრობ, სწორედ ამ უზომოდ რთული ეპოქისთვის პირდაპირ მისწრებაა ეს და ამგვარი ლიტერატურული მასალა.
უზომოდ რთული:
ცივილიზაციას თავისი შეუბრალებელი კანონები აქვს და რაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენი ენაც აუცილებლად გამდიდრდება ნეოლოგიზმებით, - რომელიც თავისი მხრივ დაემორჩილება ეროვნული გრამატიკის კანონზომიერებას და გაქართულდება... და ამ შეუქცევადი პროცესის ერთად-ერთ საშველად მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა მგონია და მხოლოდ მისი მეშვეობით თუ შევძლებთ განახლებასთან ერთად, ჩვენი უნიკალურობის შენარჩუნებასაც.
მოსაწონი ამ ლექსს პირველ რიგში ისა აქვს, რაც ზემოთ ვთქვი;
შემდეგი მოსაწონი ფაქტორი გახლავთ, - ხალხურისა და თანამედროვე პოეტიკის საინტერესო სინთეზის ექსპერიმენტი, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლომდე შედგა!
არც თუ უმნიშვნელო ფაქტორია განწყობის შექმნა, რასაც თქვენამდე კომენტარები ადასტურებს...
ურაკპარაკი შედევრების საიტი ხომ არ არის? - ლიტერატურული საიტია და ამგვარი ლექსები არც თუ ხშირად გვხვდება აქ... თავად როგორ კრიტიკას ელოდით სხვებისგან? - თუ იმდენად განებივრებულები ვართ ჭეშმარიტი პოეზიით, რომ ყურადღებაც არ უნდა მიგვექცია ან ნაწერისთვის?
ქარსა და ბორბალში, გარეთ რომ ბარდნის, ერთი წამით ჩაუჯექით ამ თვალდაფსებულ, ჩიფჩიფა ბაბუას და კარგად დაუგდეთ ყური:
"ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო, ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო"
რა ვიცი? - ჩემთვის ამ მონაკვეთის თერთმეტივე სიტყვა ქარვის ქვებივით ჩამორაკრაკდა კრიალოსანზე... თქვენთვის არა?
რა არის აქ მოსაწონი? - რა და, თუნდაც ნარატივის ვიზუალური მხარე, - თავიდან ბოლომდე უშეცდომო კადრირება თითოეული დეტალის, - მხოლოდ აუცილებელის, არც ერთი ზედმეტის, არც ერთი ხელისშემშლელის... დახვეწილის, ზომიერის, საკმარისის... მუჭაზე სულ ოდნავ მეტი რომ ყოფილიყო აბგად ხორბალი, წყალში ჩაიყრებოდა ამხელა ნაშრომი!
რა არის მოსაწონი? - მე ვფიქრობ სწორედ ამ ენით, ჩვენი ტრადიციული პოეტიკით, პოეტური ხედვითა და ხმით უნდა მიგვიღოს მსოფლიომ (ახლა რომ მინუსებში ვართ!) და მხოლოდ ასეთად აღქმულს ერქმევა ქართული პოეზია უცხოელისთვის... მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, ჩვენ რა გვინდა, - ქართული პოეზიის გაცნობა მსოფლიოსთვის თუ ნებისმიერი ნიღბით მსოფლიო რეიტინგში ჩაჯდომა?
ერთი წამით! - მე არანაირად არ ვამტკიცებ, რომ ეს ლექსი ქართული პოეზიის შედევრია. არ არის ეს შედევრი! ვიმეორებ: ეს არის ახალგაზრდა ქართველი ავტორის გვარიანად საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც თუნდაც იმით იმსახურებს ყურადღებას, რომ "ქართულ ენას სხლავს"! - სამწუხაროდ, დღეს, ამ ეპოქაში, უკვე სერიოზული შეღავათია...
არ მიყვარს ნაწარმოების იდეის საკუთარი "აღმოჩენებით" დატვირთვა, მაგრამ მოდი, ერთი წამით საკუთარ თავს შევეკითხოთ, - კი, მაგრამ ვინ არის ეს ასი წლის ბერიკაცი, - უსახლკარო (აღარც ფაცხა), უფულო (აღარც ქისა), უჩინო... ერთი მუჭა საჭმლის ანაბარად დარჩენილი... უკბილო პირით საკუთარი წარსულითა და კაი ჯანიანობით რომ იწონებს თავს? ვინ არის?
ამის პასუხი მხოლო მერვე პალატაში იციან...
ჩემთვის კი ვან გოგის ბერიკაცია... Au seuil de l'Eternité (მარადიულობის ზღვართან). - მარადიულობის ზღვართან...
ჰო და, ასეთ ლექსებს როცა ვკითხულობ, გულწრფელად მკიდია, სიით რომელი ვიქნები მსოფლიო პოეზიის რეიტინგში!
პ.ს. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ემოცია დავაფიქსირე ხმამაღლა. შეიძლება, ასაკის ბრალიცაა - უბრალოდ, ამ ტექსტის დამწერის შემოქმედებითი პოტენცია მენიშნა და ცხადია, სასურველი იქნება, თუკი მსოფლიო პოეზიის მარათონში ჩასაბმელადაც მომართავს საკუთარ ამბიციებს. პაპუნა...
ასი წლის პაპა იხსენებს, როგორ აბამდა გოგოს და ვერაფერი გამოუვიდა :) თვალკაკაბაო, - ასე ვუთხარიო, ახალგაზრდობაშიო, ეჰეე, როდის იყო ეგაო...
ვფიქრობ, სწორედ ამ უზომოდ რთული ეპოქისთვის პირდაპირ მისწრებაა ეს და ამგვარი ლიტერატურული მასალა.
უზომოდ რთული:
ცივილიზაციას თავისი შეუბრალებელი კანონები აქვს და რაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენი ენაც აუცილებლად გამდიდრდება ნეოლოგიზმებით, - რომელიც თავისი მხრივ დაემორჩილება ეროვნული გრამატიკის კანონზომიერებას და გაქართულდება... და ამ შეუქცევადი პროცესის ერთად-ერთ საშველად მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა მგონია და მხოლოდ მისი მეშვეობით თუ შევძლებთ განახლებასთან ერთად, ჩვენი უნიკალურობის შენარჩუნებასაც.
მოსაწონი ამ ლექსს პირველ რიგში ისა აქვს, რაც ზემოთ ვთქვი;
შემდეგი მოსაწონი ფაქტორი გახლავთ, - ხალხურისა და თანამედროვე პოეტიკის საინტერესო სინთეზის ექსპერიმენტი, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლომდე შედგა!
არც თუ უმნიშვნელო ფაქტორია განწყობის შექმნა, რასაც თქვენამდე კომენტარები ადასტურებს...
ურაკპარაკი შედევრების საიტი ხომ არ არის? - ლიტერატურული საიტია და ამგვარი ლექსები არც თუ ხშირად გვხვდება აქ... თავად როგორ კრიტიკას ელოდით სხვებისგან? - თუ იმდენად განებივრებულები ვართ ჭეშმარიტი პოეზიით, რომ ყურადღებაც არ უნდა მიგვექცია ან ნაწერისთვის?
ქარსა და ბორბალში, გარეთ რომ ბარდნის, ერთი წამით ჩაუჯექით ამ თვალდაფსებულ, ჩიფჩიფა ბაბუას და კარგად დაუგდეთ ყური:
"ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო, ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო"
რა ვიცი? - ჩემთვის ამ მონაკვეთის თერთმეტივე სიტყვა ქარვის ქვებივით ჩამორაკრაკდა კრიალოსანზე... თქვენთვის არა?
რა არის აქ მოსაწონი? - რა და, თუნდაც ნარატივის ვიზუალური მხარე, - თავიდან ბოლომდე უშეცდომო კადრირება თითოეული დეტალის, - მხოლოდ აუცილებელის, არც ერთი ზედმეტის, არც ერთი ხელისშემშლელის... დახვეწილის, ზომიერის, საკმარისის... მუჭაზე სულ ოდნავ მეტი რომ ყოფილიყო აბგად ხორბალი, წყალში ჩაიყრებოდა ამხელა ნაშრომი!
რა არის მოსაწონი? - მე ვფიქრობ სწორედ ამ ენით, ჩვენი ტრადიციული პოეტიკით, პოეტური ხედვითა და ხმით უნდა მიგვიღოს მსოფლიომ (ახლა რომ მინუსებში ვართ!) და მხოლოდ ასეთად აღქმულს ერქმევა ქართული პოეზია უცხოელისთვის... მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, ჩვენ რა გვინდა, - ქართული პოეზიის გაცნობა მსოფლიოსთვის თუ ნებისმიერი ნიღბით მსოფლიო რეიტინგში ჩაჯდომა?
ერთი წამით! - მე არანაირად არ ვამტკიცებ, რომ ეს ლექსი ქართული პოეზიის შედევრია. არ არის ეს შედევრი! ვიმეორებ: ეს არის ახალგაზრდა ქართველი ავტორის გვარიანად საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც თუნდაც იმით იმსახურებს ყურადღებას, რომ "ქართულ ენას სხლავს"! - სამწუხაროდ, დღეს, ამ ეპოქაში, უკვე სერიოზული შეღავათია...
არ მიყვარს ნაწარმოების იდეის საკუთარი "აღმოჩენებით" დატვირთვა, მაგრამ მოდი, ერთი წამით საკუთარ თავს შევეკითხოთ, - კი, მაგრამ ვინ არის ეს ასი წლის ბერიკაცი, - უსახლკარო (აღარც ფაცხა), უფულო (აღარც ქისა), უჩინო... ერთი მუჭა საჭმლის ანაბარად დარჩენილი... უკბილო პირით საკუთარი წარსულითა და კაი ჯანიანობით რომ იწონებს თავს? ვინ არის?
ამის პასუხი მხოლო მერვე პალატაში იციან...
ჩემთვის კი ვან გოგის ბერიკაცია... Au seuil de l`Eternité (მარადიულობის ზღვართან). - მარადიულობის ზღვართან...
ჰო და, ასეთ ლექსებს როცა ვკითხულობ, გულწრფელად მკიდია, სიით რომელი ვიქნები მსოფლიო პოეზიის რეიტინგში!
პ.ს. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ემოცია დავაფიქსირე ხმამაღლა. შეიძლება, ასაკის ბრალიცაა - უბრალოდ, ამ ტექსტის დამწერის შემოქმედებითი პოტენცია მენიშნა და ცხადია, სასურველი იქნება, თუკი მსოფლიო პოეზიის მარათონში ჩასაბმელადაც მომართავს საკუთარ ამბიციებს.
17. ხოო, თლა გლეხის დარდი და ბაზარია მერაბ შენმმა მზემ ხოო, თლა გლეხის დარდი და ბაზარია მერაბ შენმმა მზემ
16. ვეშია ეს ლექსი.
ვეშია ეს ლექსი.
15. "-გოგო, გოგო, თვალკაკაბა, ხვალვე ცოლად შეგირთავ! ცხრა სულ მსახურს დაგიყენებ, ცხრა ძმას დავთმობ შეგირდად..."
ხალხურ პოეზიასავით არის...თოლიას ხომ ვერაფერს დაასწრებს კაცი...:-* და რა ლამაზი მელოდია აქვს...
5 "-გოგო, გოგო, თვალკაკაბა, ხვალვე ცოლად შეგირთავ! ცხრა სულ მსახურს დაგიყენებ, ცხრა ძმას დავთმობ შეგირდად..."
ხალხურ პოეზიასავით არის...თოლიას ხომ ვერაფერს დაასწრებს კაცი...:-* და რა ლამაზი მელოდია აქვს...
5
14. რატომ ახურებ პაპუნ, ეს არის უამბიციო, ჯიგრიანი ლექსი და დაწერილია მეწისქვილის ენაზე.
კარგი რა! თვალებკაკაბა რომ დღეს უთხრა გოგოს?! :)) წარმომიდგენია!!!
აი ამ კითხვას რომ სვამ ამ ლექსის კომენტარებში მაგიტომ მგონია სწორედ რომ შენ ძალიან ცუდად გესმის პოეზია, აი გაფიცებ ყველაფერს გლეხმა მეწისქვილემ გოგოს რომ უთხრას შენი თვალები ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს გავსო არ გაგიკვირდება? :დ რატომ ახურებ პაპუნ, ეს არის უამბიციო, ჯიგრიანი ლექსი და დაწერილია მეწისქვილის ენაზე.
კარგი რა! თვალებკაკაბა რომ დღეს უთხრა გოგოს?! :)) წარმომიდგენია!!!
აი ამ კითხვას რომ სვამ ამ ლექსის კომენტარებში მაგიტომ მგონია სწორედ რომ შენ ძალიან ცუდად გესმის პოეზია, აი გაფიცებ ყველაფერს გლეხმა მეწისქვილემ გოგოს რომ უთხრას შენი თვალები ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს გავსო არ გაგიკვირდება? :დ
13. ჯანდაბა! ასე ცუდად არ უმოქმედია არც ერთი ტექსტის არც ერთ კომენტარს. რა არის აქ მოსაწონი ამიხსენით ვინმემ? ტექსტი რომელიც არც ერთი ეპოქისთვის სიახლის მთქმელი არაა და არც თანამეროვეობა ეტყობა!
კარგი რა! თვალებკაკაბა რომ დღეს უთხრა გოგოს?! :)) წარმომიდგენია!!!
სწორედ ასეთი მიდგომა არ აძლევს ქართველ ავტორსა და მკითხველს განვითარების საშუალებას!
სწორედ ასეთი მიდგომის გამო დგას ქართული ლიტერატურა მისუსზე მინუს საფეხურზე მსოფლიოს შორის! ჯანდაბა! ასე ცუდად არ უმოქმედია არც ერთი ტექსტის არც ერთ კომენტარს. რა არის აქ მოსაწონი ამიხსენით ვინმემ? ტექსტი რომელიც არც ერთი ეპოქისთვის სიახლის მთქმელი არაა და არც თანამეროვეობა ეტყობა!
კარგი რა! თვალებკაკაბა რომ დღეს უთხრა გოგოს?! :)) წარმომიდგენია!!!
სწორედ ასეთი მიდგომა არ აძლევს ქართველ ავტორსა და მკითხველს განვითარების საშუალებას!
სწორედ ასეთი მიდგომის გამო დგას ქართული ლიტერატურა მისუსზე მინუს საფეხურზე მსოფლიოს შორის!
12. კაია, მგონი პირველად მომეწონა შენი ლექსი : ) კაია, მგონი პირველად მომეწონა შენი ლექსი : )
11. ამჯერად ნანა-ნანიკომ დამასწრო. .:) (მეც ამის თქმა მინდოდა) ზღაპრადმოსულმაც.
ამჯერად ნანა-ნანიკომ დამასწრო. .:) (მეც ამის თქმა მინდოდა) ზღაპრადმოსულმაც.
10. ვახ... აქ რომ შემოვდივარ ვიცი, ყოველთვის ისეთი ლექსი დამხვდება ბევრჯერ რომ უნდა წაიკითხო და არ მოგწყინდეს ვახ... აქ რომ შემოვდივარ ვიცი, ყოველთვის ისეთი ლექსი დამხვდება ბევრჯერ რომ უნდა წაიკითხო და არ მოგწყინდეს
9. ქოვა თქუ დო ვარიაო-რას ნიშნავს? ქოვა თქუ დო ვარიაო-რას ნიშნავს?
8. იქ , სადღაც ჭეშმარიტებაა!...
დედის ნახსოვარმა "ყავადანი" გამახსენა რატომღაც , უნდა ეჩუქებინა ))
იქ , სადღაც ჭეშმარიტებაა!...
დედის ნახსოვარმა "ყავადანი" გამახსენა რატომღაც , უნდა ეჩუქებინა ))
7. ასი წლისა მოყრილა პაპა, აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა... და როგორ ახსოვს ნამდვილი სიყვარული.
ის მართლაც არასდროს თავდება. დაისაკუთრებს გულის და ხსოვნის ნაწილს, გაჯდება გულში, თვალში, გონებაში და სულ შენთანაა.. . სიკვდილის შემდეგაც... მართლაც რადიაციასავითაა...
ასი წლისა მოყრილა პაპა, აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა... და როგორ ახსოვს ნამდვილი სიყვარული.
ის მართლაც არასდროს თავდება. დაისაკუთრებს გულის და ხსოვნის ნაწილს, გაჯდება გულში, თვალში, გონებაში და სულ შენთანაა.. . სიკვდილის შემდეგაც... მართლაც რადიაციასავითაა...
6. მშვენიერია. მშვენიერია.
5. მართლა რა მსუბუქია და თბილი) წარმოვიდგინე წვერიანი ბაბუ,ბუხართან...) მიყვარს აქაურობა.. 5 <3 მართლა რა მსუბუქია და თბილი) წარმოვიდგინე წვერიანი ბაბუ,ბუხართან...) მიყვარს აქაურობა.. 5 <3
4. ან თავადაა მეგრელი, ან დედა ჰყავს მეგრელი. ეს უდავოა.
ან თავადაა მეგრელი, ან დედა ჰყავს მეგრელი. ეს უდავოა.
3. მეგრული საიდან იცი?
მეგრული საიდან იცი?
2. კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას... აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა გარედ თოვდა, აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი, ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი...
+ + +
კარგი ადამიანი ხარ შენ, პალატამერვევ, კარგი ადამიანი.
კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას... აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა გარედ თოვდა, აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი, ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი...
+ + +
კარგი ადამიანი ხარ შენ, პალატამერვევ, კარგი ადამიანი.
1. ხალხური ლექსის საუკეთესო თვისებები აქვს ამ ლექსს.
და რა სხვანაირია აქ ავტორი- მელოდიური, მსუბუქი, ლაღი...
ხალხური ლექსის საუკეთესო თვისებები აქვს ამ ლექსს.
და რა სხვანაირია აქ ავტორი- მელოდიური, მსუბუქი, ლაღი...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|