ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2016


მრგვალკუთხედი

კალენდარს გასცვივდა წარსული, ტკივილად მონიშნულ აწმყოში,
წაერთვა აზრები სიტყვებს და წამერთვა ბგერები სიტყვიდან,
მოვიდე? ნეტავი რა მელის - ძველ ბარში სიგარის კვამლია,
შენ სადაც გიყვარდა დაჯდომა... იმ შემოსაზღვრული სივრციდან,
სიგარას ჩვეულად აბოლებ და მზერა გამჭოლი თვალების,
გვირილას - კაბას რომ ახატავს, გააცლის ფურცლების პერანგებს,
და როგორ მითრთიან თითები, ყურზე რომ საყურეს ვერ ვიბავ,
ეს  შენი ღიმილი -  ისეთი  ჩემს გარდა ვერვის რომ ვერ ავნებს,
როგორი ახლოა  შორიდან...როგორი სხვისია  ახლოდან,
და ჭრელო-პეპელას ფრთასავით, ვერც ახლოს და ვერც შორს დავფრინავ,
მჯერა რომ ცის კიდეს მივწვდები  და ყველა გადამწვარ შუქნიშანს,
შევღებავ ნათელი პალიტრით და  იასამნივით დავკრიფავ,                                                                       
ჩემთვის რომ აგროვე ველებზე, რომ ვერ მოიტანე ნაცნობ ბარში,
სადაც ამ საღამოს ზიხარ და ლამპიონს დაუხრია წამწამები,
თვალდახუჭულია ბილიკები, სიგარის კვამლშია ირგვლივ ხედი
და მრგვალკუთხედია ცხოვრება, ცხოვრება - ნაწამები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები