| ავტორი: ტ ა ტ ო ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2016 |
ქალავ რა გინდა, რად შემომხვდი დილა ადრიან, დრო სად მაქვს ეხლა ვიოცნებო მთელი დღე მასზე, თუ როგორ ვკოცნი, ვეფერები სახეს მადლიანს, მერე კი, ალბათ ჩავიჭრები ამ გამოცდაზე.
მაინც და მაინც, ღმერთო, რაღა გვერდით დამიჯდა; ნუთუ ამდენი ღამეები მისთვის ვათიე რომ ვეღარ შევძლო გამოცდაზე ცოდნის გამიჯვნა მის ღიმილისგან, ფიქრებში რომ ვერ დავატიე.
ქალავ, არ გინდა არ შეიხსნა თეთრი პერანგი, ნუ იცი მორცხვად მაგ მაცდური თვალების დახრა. ქალავ, თავს ვეღარ ვაკონტროლებ ფიქრი ვერაგი მიტევს და სულში შემომიძვრა წურვილის მახრა.
რა დაგიშავე, რად ამკიდე, გრძობათა დასი არ შემიძლია, თუნდაც ერთი ქულის გამოწნა ჯანდაბას ფერმა, ლაგრანჟი და ვაიერშტრასი; ოხ! როგორ მინდა, მაგ ბორცვებზე კერტები კოცნა.
დავიბენი და დავიშალე, ნაწილ და ნაწილ მხოლოდ მას ვამჩნევ, თუ როგორ ცვლი სახის იერებს. ვხვდები, რომ ვეღარ ჩავაბარებ გამოცდას აწი; ვზივარ, საკითხებს უიმედოდ ვათვალიერებ.
დასრულდა... მორჩა ვერ მოვიგე ვნებათა ომი საგანი დამრჩა ცდუნებას რომ ვერ გავუძელი ლექტორი ყვირის ჩამაბარეთ ყველამ ნაშრომი, მე ცარიელი მივიტანე ჩემი ფურცელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა უნდოდა რას იდებდა შენს ცოდვას? :)) პოეზია ნაკლებად, მარა წითელი ხელი მაინც უნდა. :) წურვილის არ ვიცი და სურვილის მახრაზე მურმან ლებანიძემ თქვა უკვე კარგად. :) რა უნდოდა რას იდებდა შენს ცოდვას? :)) პოეზია ნაკლებად, მარა წითელი ხელი მაინც უნდა. :) წურვილის არ ვიცი და სურვილის მახრაზე მურმან ლებანიძემ თქვა უკვე კარგად. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|