ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2016


* * *

ხე თუ გინახავს, მომაკვდავის ხელით დარგული.
მათ სხვანაირი იციან დგომა - იცდიან თითქოს.

დავდგები კორდზე, შევიმოსავ მათსავით მერქანს
და დამცვივდება, შემოდგომის პირველივე დღეს,
ერთი- მეორის მიყოლებით, ძველი ჩვევები.

საშიში ქორი გადამიფრენს და ისარივით,
დაბლა სოფლისკენ დაეშვება, სადაც აკვნებთან
ღამენათევი, უძინარი დედები თვლემენ.

მიწაში ფესვებს გავიმაგრებ. იქნება თოვა,
იქნება თოვა, როგორც ერთი დიდი სიზმარი.
მე კი , ვერავინ გამომიცნობს, სხვა ხეებს შორის.

თუმც სხვანაირი იციან დგომა - იცდიან თითქოს
და ქარიც, ქარიც გაცილებით უმოწყალოა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები