ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: თარგმანი
2 თებერვალი, 2016


საშიში ქალები

ოდას მშვენიერ მკლავებს ვუმღერი,
შიშველს და შემკულს სამაჯურებით.

ბრალი ედება ელენეს ორ მკლავს,
მათთვის ბერძენმა ტროელი მოკლა.

რადგან მიწისთვის ომზე თქმულება
კარგავს მთელს თავის დიდებულებას,

მითი შექმენით ყველა ქალისგან!
თვით ევროპაც კი იშვა ჩაგვრისგან:

რომ მოიტაცა გოგონა ხარმა,
თესლი მოჰფინა კონტინენტს ქარმა.

თავისი ბრალი უარყო ზევსმა,
მის სახელს ხედავთ რუქაზე? - ვერსად.

მოდით დავიწყოთ დასაბამიდან,
როს არ იციან ცოდვილთ, რას იქმან.

ნეკნ-ნაკლულმა თქვა: „ქალის ბრალია.“
ქალმაც მაშინვე მოინანია.

ევამ შეიცნო შეცნობის შიში,
და ტანჯვაც ასე დაიწყო მისი.

უნდა უფრთხოდეთ ქალს განათლებულს,
ეძებდეთ მორჩილს, ფეხქვეშ გაგებულს.

აბა რად გინდათ, ჟანას რომ ჰგავდეს?
ის ფერფლად იქცა, წმინდანობამდე.

კვერთხი გვიჭირავს ხელში, თუ ტილო,
შიშობთ, მწვერვალზე რომ არ გვიხილოთ.

და თუ გვიხილავთ (არ ვამბობ მტრობით),
ხშირადაც გჯობნით თქვენ სულგრძელობით.

ქეროლინ ქაიზერი.

Fearful Women

Arms and the girl I sing - O rare
arms that are braceleted and white and bare

arms that were lovely Helen's, in whose name
Greek slaughtered Trojan. Helen was to blame.

Scape-nanny call her; wars for turf
and profit don't sound glamorous enough.

Mythologize your women! None escape.
Europe was named from an act of bestial rape:

Eponymous girl on bull-back, he intent
on scattering sperm across a continent.

Old Zeus refused to take the rap.
It's not his name in big print on the map.

But let's go back to the beginning
when sinners didn't know that they were sinning.

He, one rib short: she lived to rue it
when Adam said to God, "She made me do it."

Eve learned that learning was a dangerous thing
for her: no end of trouble would it bring.

An educated woman is a danger.
Lock up your mate! Keep a submissive stranger

like Darby's Joan, content with church and Kinder,
not like that sainted Joan, burnt to a cinder.

Whether we wield a scepter or a mop
It's clear you fear that we may get on top.

And if we do -I say it without animus-
It's not from you we learned to be magnaminous.

Carolyn Kizer

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები