ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2016


* * * (ვარ მომლოდინე. დაძაბული. მდუმარე. მკაცრი.)

ვარ მომლოდინე.
დაძაბული. მდუმარე. მკაცრი.
თითქოს ვხედავდე, გაშლილ ველზე როგორ მოქრიან
შავი მხედრები, რათა შვილის დაღუპვა მამცნონ.

ორბის ირაოს ვაყოლებდე თითქოს-და მზერას
ან ზღვრების გაღმა ვაცილებდე ნისლის ხომალდებს.
არა, თალიე, სადღაც ხევში ლემადე მღერის.
მეც გულისყურით, გულამოსკვნილს ვუსმენ ლემადეს.

___

ვარ მომლოდინე.
დაძაბული. მდუმარე. მკაცრი.
თითქოს ვხედავდე, გაშლილ ველზე როგორ მოქრიან
შავი მხედრები, რათა შვილის დაღუპვა მამცნონ.

არა, თალიე, აღარავინ მომდგარა ყორეს
და ჩვენს მხარეში, რა ხანია სდუმან ტაძრები.
თალიე, სახლში შემაბრუნე, თალიე, თორემ
მწყურვალე მგზავრის მოლოდინში სული გამძვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები