თოვს, ხვავრიელად, უსაფუძვლოდ (ჩემი შეკვეთით) სამი მტკაველი სიგანით და მეტრა ნახევარ, სიგრძით ფანჯრებში ჩატეული თოვლი მეკუთვნის, მანამდის, ვიდრე ქარი ქუჩებს ნამქრით დახვეტავს...
თოვს მეთქი ვამბობ, არ ვგულისხმობ ახლა სიცივეს, არც ქარაგმაა, არც სიტყვა, არც შორისდებული... შენ ახლოს, მზერის გაწვდენამდე უნდა მიცდიდე მე ვაპურებდე მაგ თვალებში დამზრალ ბეღურებს...
რომ დატეული ფანჯარაში ძვირფასი თოვლი, არ მირთულებდეს სურვილს თუნდაც კარიდან გასვლის... და არ ვტანჯავდე პოეტური, დაღლილი, სულით, თოვლს, ერთხელ ჩემგან გაწირულს და სხვებისგან გასვრილს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :)) ძალიან კარგია და რატომ არ კითხულობენ, მიკვირს. :) :)) ძალიან კარგია და რატომ არ კითხულობენ, მიკვირს. :)
2. კარგიაა +2 წარმატებები... კარგიაა +2 წარმატებები...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|