ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2016


უცხოპლანეტელი

უცხოპლანეტელი
            ვუძღვნი მიუსაფარი ბავშვების ხსოვნას.

  ეკლესიის შესასვლელთან მოხუცი იდგა, მრევლს დოლარებს სთავაზობდა:
- აბა დოლარები, უცხოპლანეტელებისაგან! ... მხოლოდ აღდგომის შემოსვლამდე!
  მრევლი სიცილს ძლივს იკავებდა. რატომღაც ეგონათ, რომ ეს ჩინდრიკა ბებერი, ყალბი დოლარების
გასაღებით ერთობოდა. ზოგიერთი ჭკუასაც არიგებდა - ,,ყალბი დოლარების გასაღება დანაშაულიაო,’’  თუმცა
გამოერეოდა მათში ვიღაც ცნობისმოყვარე, შედგებოდა და გამოესაუბრებოდა: ,,ნამდვილიაო?’’-იკითხავდა.
დადებით პასუხზე, ირონიულად გაიღიმებდა და მერე ბაბუს წამოყენებულ პირობას,  ყურს გულმოდგინედ
მიუგდებდა:
  ვინც აკაკის, ვაჟას, ილიას ან გალაკტიონის ლექსს შეუცდომლად წაიკითხავდა, ასი დოლარიც მას ერგებოდა.
  ამაზე ხომ ხმამაღალი სიცილი გარანტირებული იყო, ყველა მცდელობა  უშედეგოდ მთავრდებოდა. აბა ამ წუნკალ
წუთისოფელში, ლექსისთვის ვის ეცხელა? ყველას თავისი გასჭირვებოდა ...
მაგრამ ,,ცხელება’’ რა შუაში იყო,  მოხუცი ვერ აცნობიერებდა, მხოლოდ ნასწავლის გამეორებას ითხოვდა.
  ჩამოძონძილი ბიჭუნა გამოჩნდა, ჭუჭყიანი და კელაპტრისფერი. პირობა მოისმინა და ლექსის მოყოლას შეუდგა:
 
,,ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი                          შეშლილი სახით ყვიროდა  ქუჩა,
ნუკრის თვალებით, თმით მიმოზებით,                შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
და მწუხარების მალე ნიავში                                    მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.                      და მოისმოდა დების სიმღერა.’’

ნეტარება ცრემლებად ჩამოიღვენთა. მოხუცმა დოლარების მთელი დასტა გამოიმეტა და უბეში ჩაუჩურჩა. ჩათვალა,
რომ ამით ,,მისიას’’ პირნათლად შეასრულებდა ...  ლოცვა წარმოთქვა ... ქუჩას ღიღინით დაუყვა.
  ... შუაღამემ  ,,ჩამოჰკრა,’’  აღდგომამაც შემოაბიჯა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები