კიდევ რამდენ ქალაქს, კიდევ რამდენ ქუჩას გაიარ, რამდენს უსახსოვრებ ნამდვილ ძმაკაცობას - წამალს, თუმცა ამ კუთხეში, ამ ჩვენს მუხურში, რომ კაია ამგვარ სიყვარულს სხვას ვერსად ვერ იპოვი ძამა.
თებერვალია და ისრებს ემსგავსება ზვინები, თოვლი დნობაშია - გადაჭორფლილია მთები, სოფელი იცლება და ვინ ძალით გარბის, ვინ ნებით აზრი აღარა აქვს, (ბუხარს ვუზივარ და ვთბები).
ბევრმა აქაურმაც ბარდი ახარა და მკა ია. მაინც ის სითბო და ის გრაფინი და ის ცა მაქვს, ჰოდა ამ კუთხეში, ამ ჩვენს მუხურში, რომ კაია ამგვარ სიყვარულს სხვას ვერსად ვერ იპოვი ძამა.
მოხდა რამდენი რამ, ცხვირიც კი გაუსკდა ზოგიერთს, დაცვა არ გვიყვარდა, მუდამ გზას ვეძებდით შემტევს, ისიც გაიხსენე როგორ გადავრიეთ გოგიე, ოინები ჩვენი გაუშიფრავია დღემდე.
მინდა ჩავეხუტოთ, მინდა, ენატრები აი ამ სოფელს - გადაქცეულს მოხუცებულების სკამად, მოდი, ამ კუთხეში, ამ ჩვენს მუხურში, რომ კაია ამგვარ სიყვარულს სხვას ვერსად ვერ შეიძენ ძამა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. პაპუ კარგი ხარ პაპუ კარგი ხარ
3. მუხური სოფელია სამეგრელოში სარანგულია ძმაო, მუხური სოფელია სამეგრელოში სარანგულია ძმაო,
2. არაა ეს გურიაა. მუხური ადგილი კიარაა უბრალოდ გურული სიტყვაა რომელიც ზუსტად არავინ არ იცის რას ნიშნავს ისე კი კუთხეს სოფელს ან რაიმე თბილ ადგილს აღნიშნავს. გურულ სუფრაზე ხშირად ისმის ჩვენს კუთხე-მუხურს გაუმარჯოსო და ა.შ. არაა ეს გურიაა. მუხური ადგილი კიარაა უბრალოდ გურული სიტყვაა რომელიც ზუსტად არავინ არ იცის რას ნიშნავს ისე კი კუთხეს სოფელს ან რაიმე თბილ ადგილს აღნიშნავს. გურულ სუფრაზე ხშირად ისმის ჩვენს კუთხე-მუხურს გაუმარჯოსო და ა.შ.
1. კაი ყოფილა მუხურში :) ( სადაა ისე ეს მუხური- იმერეთში? )
"თებერვალია და ისრებს ემსგავსება ზვინები, თოვლი დნობაშია - გადაჭორფლილია მთები,"- ზუსტი ფრაზაა, თუმცა ეს "დნობაშია" რაღაც მთლად კარგად არ ხვდება ყურს.
კაი ყოფილა მუხურში :) ( სადაა ისე ეს მუხური- იმერეთში? )
"თებერვალია და ისრებს ემსგავსება ზვინები, თოვლი დნობაშია - გადაჭორფლილია მთები,"- ზუსტი ფრაზაა, თუმცა ეს "დნობაშია" რაღაც მთლად კარგად არ ხვდება ყურს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|