ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2016


დაორთქლილ მინაზე

რამდენჯერ დაგხატე დაორთქლილ მინაზე,
თითებით დავღვარე ყინული წვეთებად.
რამდენჯერ შეგიხსენ ღილი სხვის ჯინაზე,
მზის სხივი ვადინე მაგ მკერდზე ცრმლებად.

რამდენჯერ მეწვიე სიგიჟის მიჯნაზე,
ხელები ვაქციე შენს მორჩილ მძევლებად.
რამდენჯერ ათრთოლდი უეცარ გმინვაზე,
თმებს როცა გიშლიდი ალისფერ მხევლებად.

რამდენჯერ დამნებდი იდუმალ ბინაზე,
ჯადოსნურ ღამეთა ვიქეცით მთევლებად.
რამდენჯერ სხეულის ეგ შენი სინაზე,
სამყაროს მოვფინეთ ჯადოსნურ ველებად.

რამდენჯერ დავიწვით უდაბნოს მირაჟზე,
წყურვილს რომ ვიკლავდით ვნებისგან წვეთებად.
რამდენჯერ დავეცით უგონოდ რიჟრაჟზე,
ბაგით რომ ვნატრობდით ცის დაღვრას შხეფებად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები