ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2016


განწყობა ლიმონით...

წვიმდა დღეს, რაღაც უცნაურად ლიმნების ბაღში.
ძაღლის თვალებში სითბოსავით იდგა ნაღველი.
ასეთ ამინდში დუმილიც კი ნერვებზე აგშლის,
შენი თავიდან სადმე შორს თუ ვეღარ წახვედი...

და მერე ფიქრობ ყველაფერზე თან არაფერზე,
იმაზეც ყავას, რომ დაჰკრავდა გემო მომწარო,
რომ მთელი სივრცე გამოგივა ერთი ნაფაზი
თუ ინებებ რომ მარტოობა კვამლით მოწამლო...

ნიავს კი მოაქვს არომატი სველი ლიმნების,
(შენ ხასიათი გიმჟავდება რაღაც ძალიან)
და გიხარია, რომ ძაღლივით არ იკბინები
და ეს განწყობაც ამინდის და წვიმის ბრალია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები