ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2016


ყავა "ფესტა" და...

დილა ყოველთვის ყავით იწყება აქაც.
დგები, ადუღებ, ფინჯანზე ითბობ ხელებს
და თუკი ყავას ძილის გავლენაც ახლავს,
მექანიკურად თვალით ახლობელს ეძებ

და ვერ ნახულობ  ან როგორ ნახავ აბა?
სხვა აივნები აქ სხვა სივრცეებს იტევს.
არაფერია შენი, სხეულის გარდა
თუ სხვის კომოდში ნაცნობს პოულობ სვიტერს...

შემორჩენია რადგან სურნელი სახლის,
იცმევ, მშვიდდები, როგორც ნაცემი ძაღლი
პაყრონის ხმაზე თუ დაუძახებ სახელს.
(აღარ გსურს უკვე ყავის დალევა არც ღირს)

გარეთ "ფესტაა" ზეიმობენ და გიკვირს,
დედამიწა, რომ გამოგაცალეს იმ დროს,
შენ, არსებული არარსებობის რისკით,
ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად თითქოს,
დილით დგები და ყავის დალევას ითხოვ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები