ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მთვარე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2016


ვინმე

მე არ მგონია, რომ ვინმე ვინმეს
ნატრობდეს ისე  -როგორც მე გნატრობ.

რომ ვინმეს, ვინმე უყვარდეს ისე
თავგამეტებით,    შეშურდეს პლატონს

მე არ მგონია ნანობდეს ვინმე
მიმალულ ხალებს,  ვნებიან ამბორს

დაკარგულ, გამქრალ შეგრძნებებს მლიქვნელს,
გაჩენილს თავში და ტანში გასულს.

დასასრულს მაინც ვფიქრობ და მჯერა..
დაე უკუღმა შემომსვან ვირზე,

დამიჭერს სადმე მე შენი მზერა
და..  არ მგონია ინანოს ვინმემ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები