რატომ მახსოვხარ, ფიქრს რა ესობა, ტვინს რა უნდა და ამ გულს რა ნებავს ისე მწარეა ახლა ეს გრძნობა დასაწერადაც კი მენანება,
არ ვცადე?! - ჰოდა ახლა ბოდიში, ამ სიტყვებს ვიცი ექო ხისტი აქვს, და ეს ლექსებიც შენს მოლოდინში მოვლილ ცოლივით ეგოისტია.
თუმც არც ლექსია , არც საუბარი, ახლა ამ სტროფებს, რომ ვწერ ტილიანს, ზეცაზე მოჩანს თავად უფალი ზეცა ისეთი მოწმენდილია.
ისე მიყვარდი!.. ეჰ, რომ იცოდე... (ქარი - ძაღლები აუშვეს ავი), გწამდეს ერთია სიკვდილ-სიცოცხლეც, დაშორებული ოღონდ ჩვენსავით.
ეს ლექსი მალე დაიხურება, ვერ იგრძნობს შენი ყურის ფიგურებს, ახლა გხედავ და მიჭირს ყურება, თუმც დახუჭული თვალით გიყურებ.
გული ჩერდება, გული სამიწე, მიწა მეძახის, მაგრამ ცა მიწვევს.
ასე ტირიან წვიმით ღმერთები, და იმათ ტირილს მეც ვუერთდები,
ვერავინ მამჩნევს ამ დროს მიმავალს, რადგან წვიმაში თითქოს წვიმა ვარ.
ცხადია რაც ქნეს გრძელმა ენებმა, დამღუპველია ისეთი კვანტი. არ მემეტება გასახსენებლად ისე მიყვარდი, ისე მიყვარდი.
სიყვარული მაქვს კაი განცდილი, ისევ ჩემში ხარ?! (ამას ელიან) სხვა საცოლე მყავს და იმას ვტირი, ეს ლექსი რაღამ დამაწერია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. თბილისის ქუჩებს მიუყვები და ქუჩა სავსეა მკვდარი ჩიტებით, შენ ზე'მორალურ “სასტავს” ვერ იტან, და არც “ფართებზე“ არ “იჩითები”. ----------------------------------------------
დანარჩენი ყველაფერი კარგია თბილისის ქუჩებს მიუყვები და ქუჩა სავსეა მკვდარი ჩიტებით, შენ ზე`მორალურ “სასტავს” ვერ იტან, და არც “ფართებზე“ არ “იჩითები”. ----------------------------------------------
დანარჩენი ყველაფერი კარგია
6. მადლობა გაიხარეთ! მადლობა გაიხარეთ!
5. ბრავო, პაპუნა, ძალიან ლამაად წერ! მოვიხიბლე! ++++55555555555 ბრავო, პაპუნა, ძალიან ლამაად წერ! მოვიხიბლე! ++++55555555555
4. "გული ჩერდება, გული სამიწე, მიწა მეძახის, მაგრამ ცა მიწვევს"
პოეტი :)
"გული ჩერდება, გული სამიწე, მიწა მეძახის, მაგრამ ცა მიწვევს"
პოეტი :)
3. 5 და მოკითხვა. ;) 5 და მოკითხვა. ;)
2. მოკითხვა დავითს! მოკითხვა დავითს!
1. კარგია პაპუნა, დასაწყისი აქვს ისეთი ბოლომდე რომ წაგაკითხებს ერთი ამოსუნთქვით კარგია პაპუნა, დასაწყისი აქვს ისეთი ბოლომდე რომ წაგაკითხებს ერთი ამოსუნთქვით
|
|
მონაცემები არ არის |
|
|