ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2016


თეთრ ი ვ ა რ დ ე ბ ი

მოვაგროვე,
დღესაც  შენთვის
თეთრზე  თეთრი  ვარდები,
მინდა,
შენს  ხელს  ამშვენებდნენ
შენსკენ  მოვეჩქარები.
ქარზე,
ჩქარი  მინდა  ვიყო,
გრიგალს  დავედარები.
თუ,
შემთხვევით  არ  დამიხვდი,
აღარც  გაგეკარები.
ალაზანი,
ილტოს  ერთვის,
მცირე  შენაკადებით,
გრძნობა, 
მაინც  გადავმალე,
ვიცი  მოგენატრები.
მანამ, 
მოვალ  შენთანამდე, 
მინდა იდგეს  დარები.
მზე,
ლიცლიცა  გვიღიმოდეს,
შრიალებდენ  ფშატები,
მინდა, 
ჩემგან  გიხაროდეს
მხოლოდ  თეთრი  ვარდები.
შენ,
ჩემს  ნახვას 
არ  იშლიდე,
აღარ  იყოს  ნავსები,.
როცა,  მოვალ,
კარგად  იცი,
როგორ,  გამიხარდები
აყვავდება  ამ დროს  სულშიც
ჩვენი  თეთრი ვარდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები