ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
29 თებერვალი, 2016


დაბრუნება

დღეს მე გიამბობ დაბრუნების უღელტეხილზე,
შენთვის ვერთქმული ყველა სიტყვა როგორ მოვკალი,
და დაპირება - არ მოვალო-  თავად ვუარყავ
გაზაფხულისკენ ადიდებულ ზვირთებს მოვხარი...
კვლავ შენს თვალებში უნდა ვძებნო ყოფნის საბაბი,
სიგარის კვამლში ვაფერადო რიჟრაჟზე ზეცა,
ნარინჯისფერი გავურიო ამ ვრცელ ტილოზე,
შეფასებისას დამიწერონ - "მეასედ შეცდა"...
რადგან თვალებში ჩაიფერფლა ყველა ვარსკვლავი,
სიცარიელე რა მძიმე და მლაშე ტვირთია,
უნდა გიამბო დაბრუნების უღელტეხილზე,
გადმობრუნებულ ცაზე მთვარე როგორ ჰკიდია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები