ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2016


უცბად ამოძახილები)

          ...
საკალმეები ხისა
წინ რომ მიწყვია ორი
ლექსი საომრად მიდის
სიტყვებს აცვიათ თორი)

        ხმა ზეღრმა უფსკრულიდან

შენ ვინ ხარ კაცო
რომ გწადს დაამცრო
გალეწო, გაცრა
კვერები აცხო
გერქვას მეპურე
ბზის პატრონს
მარცვლო
აცხონო
თესო
სხვის ყანას ცანცლო.
ვინ ვარ?
ორბი ვარ
ჩემი ლეშისა
მარქვ უქარქაშო გილგამეშისა
მრწმე ვარ ვადისა
ფხამ რომ განისლა
გადალეწილი
ბრბოებს, ქაოსებს
ოცდამეერთის
მადგა უკუნი
და ეგ ბრიყვული
სახე მაოცებს)
 
                კიჩოზე
                                  ნაპირზე ბიჭი ისროდა კენჭებს
                   
ნაღდად მოისვრის... ნატვრა თუ ეჭვი
გაურჩებული ჭიქაში სირჩა
ათასქვიშაში ის ერთი კენჭი
თუ კვლავ ვიპოვე თუ გადამირჩა...
ზღვაც არ დაგინდობს ამიტომ წადი
ვერც მე ვაჯობე ტალღებს, კალმარებს
შენიდან ჩემი გამოვა ლანდი
ჩემიდან შენში გაჭრის სამარეს.
არსადწასვლაში მიდის ეს კიჩოც
ზღვის თმებს უხდება მუშთარის სარჭი
კენჭი (ისეთი ზღვისპირი უჩანს)
ტალღებზე ცისფერ  სამარეს გაჭრის
ნაღდად მოისვრის)


მოგიკითხეთ ყველა)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები