ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2016


ვაშლის ყვავილი

არ ვიცი რატომ იხლართება ეს გზები ჩვენში?
ან , ასე ყალბად, რა აზრი აქვს არმოსვლით მოსვლას?!
დღენი გრძელდება ისევ ჩვენით უერთმანეთო,
რადგან ეშმაკში, მე არ ვიწყებ მაცხოვრის პოვნას.
და ისევ ჩემი გაზაფხული ფესვს იდგამს გულში...
დღეს პირველია, მარტია და ამინდი ჭინჭყლობს...
სისულელეა მარტის სახე როცა მე ვიცი,
ვაშლის ყვავილი აყვავებას, აპრილში ფიქრობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები