ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მარტი, 2016


* * * (წარმოიდგინე - მიტოვებულ, ცარიელ სახლში...)

წარმოიდგინე -
მიტოვებულ, ცარიელ სახლში
ფანჯრის ჩამსხვრევის უეცარი ხმა.
რაღაც ასეთი გაზაფხულის მოსვლაა ამ წელს.

მოვიხედე და ვდგავარ ახლა მარილის სვეტი,
თითქოს ძარღვებში გამიქვავდა მთელი ზამთარი
და რაც მაცვია, მზე კი არა - კოლოპურტია.

მაგრამ საწყენი უფრო სხვა არის -
სადღაც მღერიან "გაზაფხული შემოსულა ლენ".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები