ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2016


ჰაიკუთა მცდელობა. 2

* * *
თებერვალი მარტის მარყუჟში შეიყუჟა.
აპრილი მოსვლას ძველებურად აგვიანებს.
სულერთია, დღეთა ნამარტალობა უცილოა.
* * *
მაისმა მიმქრალი ვულკანივით ამოხეთქა.
კალმახებს მსუყე მუცლები ამოუთბო.
შავი არაგვი ოქროსფრად ალიცლიცდა.
* * *
ივნისმა გუბეები უმოწყალოდ დააშრო.
მზიანმა დღეებმა ღამეები გადაათეთრეს.
ჰაერი ზაფხულის სუნით დამძიმდა.
* * *
ივლისმა და აგვისტომ პირი შეკრეს.
უვადო ზავი სიმშრალის მანიფესტია.
თავხედმა ზაფხულმა სექტემბერიც გადაიბირა.
* * *
ორსულმა ოქტომბერმა ნოემბერი შვა.
დეკემბერმა მორიგი წელი მიითვალა.
იანვრის სუსხმა სიმთვრალეში გამომაფხიზლა.
* * *
თებერვალი მარტის მარყუჟში შეიყუჟა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები