ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 მარტი, 2016


დე

მშვიდი ძილით გათენდა... დღიურ განრიგში ჩავები ჩემს ყავასთან ერთად. დღე სუფთა ჰაერით სუნთქავდა და ვიფერებდი.ჩემი ცხელი ყავა კი სულს მითქვამდა და მალაღებდა.
მივდიოდი და მომყვებოდა. ვგრძნობდი რომ მალე ამოხეთქავდა ჩემში ერთ ამოსუნთქვაზე. ჯერ შიგნით მიგუბდებოდა და თითქოს ვიკვებებოდით... ვივსებოდით...
ლამაზი ფერი ქონდა...  ავცდით ერთმანეთს გადასასვლელზე და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით. მხოლოდ, უკან დარჩენილი თვალებით დავაზუსტეთ რომ ყველაფერი კარგადაა.საუცხოო ხიბლის იყო. ლამაზი, მშვიდი, სანდომიანი. ერთმანეთის მზერა დავიმახსოვრეთ.
ახოვანი იყო... (მოტოციკლეტის მარკას ვეღარ დავაკვირდი,ერთი გამკრთალი სხივივით გაიელვა.ან ამას რა მნიშვნელობა კი აქვს ... ) ისეთი მოქროდა რომ, ცოტაც და ცას მიმაქარგავდა. საინტერესოდ მომეჩვენა... საალერსო ფრთები ქონდა. მშვიდი და სანდომიანი.
მომეწონა ახალი ეტაპი.  ჩვენ ერთმანეთში გავიარეთ...
:) დედის დღეს გილოცავ დე, მე ღმერთმა ისევ მშობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები