ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
5 მარტი, 2016


ლურჯი სპლიყვი

აფრიკაში, მზიან დილით,
დაიბადა ლურჯი სპილო; -
დედა სპილო წყალს ასხურებს,
ლურჯი ფერის გაცლას ცდილობს.

გადაწყვიტა იმ ტბისაკენ
წაიყვანოს ჩვილი სპლიყვი,
სადაც მთელ დღეს ატარებენ
ფლამინგო და შავი იხვი.

- მეგობრებო, დამეხმარეთ,
ამ სილურჯეს თუ ვერ წავშლი,
ჩემს სპილუკას წაიყვანენ
ცირკში, ანდა ზოოპარკში.

- დედი, შენ ნუ გეშინია!
ნახე, ყვავილს რომ შევეხე,
თითქოს კალკით გადაიღეს, -
დაეხატა უმალ ფეხებს.

თუკი მოვლენ წასაყვანად,
გავედები მწვანე ბალახს,
ან ყვითელს და მზეზე გამხმარს,
ან მოვძებნი სადმე ტალახს.

ახლა ჭრელა-ჭრულა პეპლებს
ჩემზე გადმოხატვას ვაცდი,
მერე ლუპით რომ მეძებონ
ვერ მიპოვნის ვერა კაცი!

იხ. ილუსტრაცია. ნახატი -
Megi-art.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს