 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 6 მარტი, 2016 |
თუ მივაღწიე სიბერემდე, ასე 80-ის, როცა ვიქნები, მე დავიწყებ თამაშს ლოტოსას... გოგენს და სეზანს გადაღებვას ვიცი მოვთხოვ ცის და ნოსტალგიას დავავანებ ყველა ფოტოზე. მე შევიძულებ ჩემ ჭაღარას და თვის ბოლოსკენ, სადმე ბორდელში რომ დავტოვებ კუთვნილ პენსიას, ვახშმად მექნება რესტორანში, ვგონებ მოლუსკი და აღტაცებას გამოვხატავ უექსპრესიოდ. ალბათ უზმოზე გადავეჩვევი ყავას, თამბაქოს, ვინმე უგნური გამომიწერს მარტივ დიეტას, ისევ ოცნებად თუ დამრჩება დოჰა, დამასკო, მემახსოვრება მხოლოდ ერთი-მცენება მეათე. სისხამ დილაზე სარიტუალო წვერის გაპარსვას ან შესხურებას ვადაგასულ ოდეკოლონის მე შევუხამებ ერთმანეთს და ჩვეულ დაღმასვლას წყნარად მივიღებ. უსაქმურების მთელი კოლონა დღის მოსაკლავად წამოიწყებს ალბათ დომინოს და ეზოს ჩვენსას დაერქმევა ვიცი "სახანძრო"... ძველი ფილმიდან მემახსოვრება მხდალი დოფინი, იანვრის ბოლოს საფრანგეთს რომ ტყავი გააძრო. მოვითხოვ "ნობელს" მშვიდობის და სიბერის დარგში, თან დამაეჭვებს მოსეს ჯოხით ზღვა რომ გაიპო, ნუ გეჩქარება, მოითმინე, ცოტა ხანს დარჩი, სათვალეს მოგხსნი და თვალებით ვიმუსაიფოთ! ამოვიკითხავ შენ თვალებში გამქრალ ოცნებებს, ეს სათაური მახსენდება ბალზაკის წიგნზე... თბერვლის სუსხში, როცა ლენგივით მეც დავკოჭლდები, ერთადერთ შიშად გადამექცევა ღამეთა სიგრძე. თუ მივაღწიე სიბერემდე, ასე 80-ის, როცა ვიქნები, მე დავიწყებ თამაშს ლოტოსას... დალის და რემბრანდტს გადაღებვას ვიცი მოვთხოვ ცის და ნოსტალგიას დავავანებ ყველა ფოტოზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. გმადლობ, არაჩვეულებრივო :)) გმადლობ, არაჩვეულებრივო :))
22. ესეც რამაგარია ესეც რამაგარია
21. მადლობა წაკითხვისა და შეფასებისათვის :) თეა, 80 წლამდე თუ მივაღწიე, ამაზე გაცილებით მეტი მექნება "მოსათხრობი" ... მადლობა წაკითხვისა და შეფასებისათვის :) თეა, 80 წლამდე თუ მივაღწიე, ამაზე გაცილებით მეტი მექნება "მოსათხრობი" ...
20. არის კარგი ფრაზები. თუმცა, ერთი ლექსისთვის ბევრი "მონათხრობია", ვფიქრობ.
არის კარგი ფრაზები. თუმცა, ერთი ლექსისთვის ბევრი "მონათხრობია", ვფიქრობ.
19. იცის ამ კაცმა წერა 5 იცის ამ კაცმა წერა 5
18. იდუმალებით მოცული ამბავი კი არა და. . ჰო
კარგია იდუმალებით მოცული ამბავი კი არა და. . ჰო
კარგია
17. მე არა, მათ მიიღეს სერიოზულად და შემომჩივლეს, სად ჩაგვაკვეტეო, მგონი პირი შემიკარით :)) მე არა, მათ მიიღეს სერიოზულად და შემომჩივლეს, სად ჩაგვაკვეტეო, მგონი პირი შემიკარით :))
16. :D :D "მალიარები" ძალიან სერიოზულად მიგიღიათ :)) :D :D "მალიარები" ძალიან სერიოზულად მიგიღიათ :))
15. მადლობა მერაბ, აუცილებლად გავითვალისწინებ შენ რჩევებს. მიხარია, რომ მაინც დადებითად შემაფასე :) მადლობა მერაბ, აუცილებლად გავითვალისწინებ შენ რჩევებს. მიხარია, რომ მაინც დადებითად შემაფასე :)
14. არაა ცუდი ლექსი, თხრობის სტილმა მეცხრამეტე საუკუნის ფრანგულ პოეზიასთან მიმიყვანა, კონკრეტულად კი პოლ ვერლენთან. მაგრამ ჩემი აზრით ავტორი მზად არ არის ჯერ ასეთი ლექსების დასაწერად, ასეთი მარტივი ამბების მოყოლა არის მთელი ხელოვნება და უნდა დიდი გამოცდილება. კითხვისას რიტმმა შემაფერხა, რომელიც შიგადაშინ 15 მარცვლიანი ხდებოდა, ვფიქრობ ამის გამოსწორება ძალიან მარტივი ამბავია. მაგალითად: "სისხამ დილაზე სარიტუალო წვერის გაპარსვას"- აქ სიტყვა "რიტუალურს" ბევრად მოიხდებდა ლექსი, როგორც რიტმულად ასევე აზრობრივად. კიდევ ბევრი პატარა ნიუანსია თხრობაში გაპარული... მაგალითისთვის: როცა ვიქნები, "მე დავიწყებ თამაშს ლოტოსას...", სწორია ლოტოს თამაში და არა თამაშს ლოტოსას. მიუხედავად ჩემი შენიშვნებისა ვფიქრობ რომ მისასალმებელია ასეთი ლექსის დაწერის მცდელობა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მეც ვცადე ერთხელ და შედეგით ვერ დავრჩი კმაყოფილი, ჩემი დადებითი შეფასება აქ. წარმატებები
არაა ცუდი ლექსი, თხრობის სტილმა მეცხრამეტე საუკუნის ფრანგულ პოეზიასთან მიმიყვანა, კონკრეტულად კი პოლ ვერლენთან. მაგრამ ჩემი აზრით ავტორი მზად არ არის ჯერ ასეთი ლექსების დასაწერად, ასეთი მარტივი ამბების მოყოლა არის მთელი ხელოვნება და უნდა დიდი გამოცდილება. კითხვისას რიტმმა შემაფერხა, რომელიც შიგადაშინ 15 მარცვლიანი ხდებოდა, ვფიქრობ ამის გამოსწორება ძალიან მარტივი ამბავია. მაგალითად: "სისხამ დილაზე სარიტუალო წვერის გაპარსვას"- აქ სიტყვა "რიტუალურს" ბევრად მოიხდებდა ლექსი, როგორც რიტმულად ასევე აზრობრივად. კიდევ ბევრი პატარა ნიუანსია თხრობაში გაპარული... მაგალითისთვის: როცა ვიქნები, "მე დავიწყებ თამაშს ლოტოსას...", სწორია ლოტოს თამაში და არა თამაშს ლოტოსას. მიუხედავად ჩემი შენიშვნებისა ვფიქრობ რომ მისასალმებელია ასეთი ლექსის დაწერის მცდელობა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მეც ვცადე ერთხელ და შედეგით ვერ დავრჩი კმაყოფილი, ჩემი დადებითი შეფასება აქ. წარმატებები
13. ჩემი ძმები, დერვიშები! გმადლობ, ნეფერტარო! ძალიან გამახარე შენი კომენტარით :) ჩემი ძმები, დერვიშები! გმადლობ, ნეფერტარო! ძალიან გამახარე შენი კომენტარით :)
12. დერვიშო,
შენ ხარ გამორჩეული და არაჩვეულებრივი პოეტი, ლექსი შესანიშნავია, ისევე როგორც შენ. ბრავო! აი ეს, დერვიშების არაჩვეულებრივი, იდეალური ჰარმონიის შემცველი ჰანგებია მათივე ექსტაზური ცეკვით: https://www.youtube.com/watch?v=CaI18sMcnsE
ნახე და ისიამოვნე. შენ ეს დაიმსახურე. ვისურვებ ბევრი ლექსი წავიკითხო ამ გვერდზე.
ამით კი გაერთე: https://www.youtube.com/watch?v=icWZhhMZwFo :)
მიეცით ნიჭსა გზა ფართო! ("მალიარი" არა ..."ის"... კიდე... )
დერვიშო,
შენ ხარ გამორჩეული და არაჩვეულებრივი პოეტი, ლექსი შესანიშნავია, ისევე როგორც შენ. ბრავო! აი ეს, დერვიშების არაჩვეულებრივი, იდეალური ჰარმონიის შემცველი ჰანგებია მათივე ექსტაზური ცეკვით: https://www.youtube.com/watch?v=CaI18sMcnsE
ნახე და ისიამოვნე. შენ ეს დაიმსახურე. ვისურვებ ბევრი ლექსი წავიკითხო ამ გვერდზე.
ამით კი გაერთე: https://www.youtube.com/watch?v=icWZhhMZwFo :)
მიეცით ნიჭსა გზა ფართო! ("მალიარი" არა ..."ის"... კიდე... )
11. ძალიან ცუდი შედარებაა "მალიარები", თვითონ ეს სიტყვაც ისეთი უცხოა, არასდროს გამომიყენებია საუბრისასაც კი :) მომავალში გავუკეთებ "ციკლოვკას" იმ დანარჩენს, რაც კიდევ არ მოგწონთ აქ :) მადლობა და წარმატებები თქვენ :)
ძალიან ცუდი შედარებაა "მალიარები", თვითონ ეს სიტყვაც ისეთი უცხოა, არასდროს გამომიყენებია საუბრისასაც კი :) მომავალში გავუკეთებ "ციკლოვკას" იმ დანარჩენს, რაც კიდევ არ მოგწონთ აქ :) მადლობა და წარმატებები თქვენ :)
10. ანანეს დავეთანხმები ნაწილობრივ, არ მგონია ამდენი სახელით ღირდეს ნაწერის დატვირთვა, ვფიქრობ "უკეთესი რითმების" ძიებამ მიიყვანა ავტორი ამ მოცემულობასთან, ან შეიძლება პირიქითაც, უკვე არსებულმა რითმებმა შვა ლექსი ასეთი სახით. გამართული რითმა მაფიქრებინებს, რომ ავტორს მეტი შეუძლია სათქმელის "მოტანის ამბავშიც".
ჰო, მეცნობა ხელწერა. :) წარმატებები! +3 ანანეს დავეთანხმები ნაწილობრივ, არ მგონია ამდენი სახელით ღირდეს ნაწერის დატვირთვა, ვფიქრობ "უკეთესი რითმების" ძიებამ მიიყვანა ავტორი ამ მოცემულობასთან, ან შეიძლება პირიქითაც, უკვე არსებულმა რითმებმა შვა ლექსი ასეთი სახით. გამართული რითმა მაფიქრებინებს, რომ ავტორს მეტი შეუძლია სათქმელის "მოტანის ამბავშიც".
ჰო, მეცნობა ხელწერა. :) წარმატებები! +3
9. ანანე კიკნაძე ვერ ვიტყოდი რომ "მალიარებად" გადააქცია ეს დიდებული მხატვრები. უფრო, მათი ფუნჯით დახატული ცა დავინახე ავტორის თავზე, რომლის გადაფერადებასაც სთხოვს მათ :) უფრო იმან დამაინტერესა თუ რა ტონებში? :)
საკმაოდ სასიამოვნო ლექსია. პოეზიასთან აშკარად ახლოსაა ავტორი. პოეტური გული ჩანს.... დანარჩენი განსჯის საკითხია :) და გემოვნების :)
წარმატებები
ლ.ო. ანანე კიკნაძე ვერ ვიტყოდი რომ "მალიარებად" გადააქცია ეს დიდებული მხატვრები. უფრო, მათი ფუნჯით დახატული ცა დავინახე ავტორის თავზე, რომლის გადაფერადებასაც სთხოვს მათ :) უფრო იმან დამაინტერესა თუ რა ტონებში? :)
საკმაოდ სასიამოვნო ლექსია. პოეზიასთან აშკარად ახლოსაა ავტორი. პოეტური გული ჩანს.... დანარჩენი განსჯის საკითხია :) და გემოვნების :)
წარმატებები
ლ.ო.
8. რა იცით , იქნებ, დრო იმგვარად გამოიცვალოს, დამაჯერებლად მოგეჩვენოთ მეტად რაც იყო, ვიდრე ამჟამად ეგ თქვენივე გამონათქვამი: "თან დამაეჭვოს მოსეს ჯოხით ზღვა რომ გაიპო."
რა იცით , იქნებ, დრო იმგვარად გამოიცვალოს, დამაჯერებლად მოგეჩვენოთ მეტად რაც იყო, ვიდრე ამჟამად ეგ თქვენივე გამონათქვამი: "თან დამაეჭვოს მოსეს ჯოხით ზღვა რომ გაიპო."
7. არ იყო ცუდილ კი არადა, კარგიც კია...:) +3
"სადმე ბორდელში რომ დავტოვებ კუთვნილ პენსიას"... 80 წლის ხალხი თუ მანდ დაიოდა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი...:) არ იყო ცუდილ კი არადა, კარგიც კია...:) +3
"სადმე ბორდელში რომ დავტოვებ კუთვნილ პენსიას"... 80 წლის ხალხი თუ მანდ დაიოდა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი...:)
6. არადა კარგი იდეაა, თხრობაც ნორმალური, მაგრამ ეს რემბრანდტი და სეზანი "მალიარებად" რომ გადაგიქცევია არ მომეწონა. ზედმეტია ამ ხმამაღალის ახელებით გადაჭრელება, ასე მგონია. ერთი–ორი რითმისთვის ჩამატებული ფრაზა (სიტყვა) შემომხვდა. არადა ნორმალური ნაწერია ძალიანაც... არადა კარგი იდეაა, თხრობაც ნორმალური, მაგრამ ეს რემბრანდტი და სეზანი "მალიარებად" რომ გადაგიქცევია არ მომეწონა. ზედმეტია ამ ხმამაღალის ახელებით გადაჭრელება, ასე მგონია. ერთი–ორი რითმისთვის ჩამატებული ფრაზა (სიტყვა) შემომხვდა. არადა ნორმალური ნაწერია ძალიანაც...
5. ჰო, ჰაი კუ-ც ჰო, ჰაი კუ-ც
4. ჰაი კუ-ც? :) ჰაი კუ-ც? :)
3. მხატვრები_ც მიყვარს:) კიდე თოლიები მიყვარს კიდევ... მხატვრები_ც მიყვარს:) კიდე თოლიები მიყვარს კიდევ...
2. მხატვრები გიყვარს? :) მხატვრები გიყვარს? :)
1. დალის და რემბრანდტს გადაღებვას ვიცი მოვთხოვ ცის და ნოსტალგიას დავავანებ ყველა ფოტოზე.
ეს მომეწონა დალის და რემბრანდტს გადაღებვას ვიცი მოვთხოვ ცის და ნოსტალგიას დავავანებ ყველა ფოტოზე.
ეს მომეწონა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|