ღმერთმა რატომღაც დაჩაგრა ქალი, კაცს მიანიჭა თავისუფლება, ზოგ რამეს უნდა ეკრძალვოს ქალი, კაცს გააჩნია ბევრის უფლება. კაცს უტიფრობაც ეპატიება, ქალი არ უნდა იყოს თამამი, კაცს შეუძლია დროც რომ გაფლანგოს, ქალმა კი უნდა გათვალოს წამიც. ოჯახში სითბო თუ სიმყუდროვე შეინარჩუნოს, ქალის ვალია, კაცი ოჯახის გარეთ ერთობა? მერე რა მოხდა? ის ხომ კაცია. ქალმა დალია? ო, რა მომხდარა! კაცი თუ გინდა ყოველ დღე სვამდეს, ქალის ანჩხლობა უცებ ითქმება, შეიძლება, რომ კაცის არც ჩანდეს. კაცს რამე ტკივა? უნდა ეფერო, ქალი? აიტანს თურმე გასაჭირს, ქალის ფუსფუსუსი თვეობით, არ ჩანს, კაცი ერთ დღეშიც იქმსო გასაკვირს. ღალატისათვის ქალს - ანათემა, კაცს - პატიება, მოვაო გონზე. ანგელოზია თითქმის ყოველი ქალი, ოხერი კაცების ფონზე. მაგრამ რადგანაც ქალი ფასდება მაინც კაცების თვალით და გულით, ამიტომ ქალებს არ მოგვკლებოდეს არჩევა კაცთგან და სიყვარული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ღალატისათვის ქალს - ანათემა, კაცს - პატიება, მოვაო გონზე. ანგელოზია თითქმის ყოველი ქალი, ოხერი კაცების ფონზე. ამაზე ნამდვილი არაფერი მსმენია ღალატისათვის ქალს - ანათემა, კაცს - პატიება, მოვაო გონზე. ანგელოზია თითქმის ყოველი ქალი, ოხერი კაცების ფონზე. ამაზე ნამდვილი არაფერი მსმენია
7. :) მოლოცვისთვის მადლობა. ჭა, სიტყვით კი ვართ თანასწორნი ( ეს ჯერ კიდევ შოთამ თქვა : ლეკვი ლომისა სწორიაო, მაგრამ....) :) მოლოცვისთვის მადლობა. ჭა, სიტყვით კი ვართ თანასწორნი ( ეს ჯერ კიდევ შოთამ თქვა : ლეკვი ლომისა სწორიაო, მაგრამ....)
6. :)) ეგ ჩვენ გვატყუებდნენ თურმე, როგორც გამოჩნდა ...თანასწორნი ვყოფილვართ ორივენიცა...:) :)) ეგ ჩვენ გვატყუებდნენ თურმე, როგორც გამოჩნდა ...თანასწორნი ვყოფილვართ ორივენიცა...:)
5. ღალატისათვის ქალს - ანათემა, კაცს - პატიება, მოვაო გონზე. ანგელოზია თითქმის ყოველი ქალი, ოხერი კაცების ფონზე.
კარგი მიგნება იყო. მართლა ასეა. :) გილოცავთ 8 მარტს. ღალატისათვის ქალს - ანათემა, კაცს - პატიება, მოვაო გონზე. ანგელოზია თითქმის ყოველი ქალი, ოხერი კაცების ფონზე.
კარგი მიგნება იყო. მართლა ასეა. :) გილოცავთ 8 მარტს.
4. კარგია. მრავალს დაესწარით! კარგია. მრავალს დაესწარით!
3. გილოცავთ დღევანდელ დღეს! გილოცავთ დღევანდელ დღეს!
2. დაგეთანხმებით ასეა. და გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, სულ ლამაზი და ბედნიერი ყოფილიყავით, დღეგრძელი და მზეგრძელი. დაგეთანხმებით ასეა. და გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, სულ ლამაზი და ბედნიერი ყოფილიყავით, დღეგრძელი და მზეგრძელი.
1. იქნებ მაინც და მაინც იუმორით არ გამოირჩევა, მაგრამ... :) იქნებ მაინც და მაინც იუმორით არ გამოირჩევა, მაგრამ... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|