ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2016


* * *

        შენი ნეკნით

ღმერთმა შენი ნეკნით შემქმნა,
შენგან წილად მერგო ბედი,
ნუ მეძახი მაცდუნებელს,
ცდუნება ხარ ჩემზე მეტი.

არჩევანი თავად ინდე,
შემქმნელს არ აკითხე ბედი,
სამოთხეში არსებულ კაცს
რა გინდოდა კიდევ მეტი?

არ გენახე მაგრამ გწადდი,
უხილავად ქალი გწაადდა
და სამოთხის მაძღარ სურათს,
შენი გრძნობით: - ქალი აკლდა.

და ქვეყანას გავჩნდი შენებრ,
შენი ნეკნით შემქმნეს ქალი,
ნუ მეძახი მაცდუნებელს,
ჩემშიც შენ მიგიძღვის ბრალი.

                                  2003 წელი.




  ქალებს, ყვავილნარისა


დაგელოცოთ ქალობა
გაზაფხულის იებო.
ენძელებო, ვარდებო
და თქვენ მაგნოლიებო!
აპრილებო, მარტებო,
მთვარისებო, მზიებო,
სამკითხაოდ შექმნილნო
გვირილებო, ტიტებო!
ნარცისებო და ყვითლად
შეფერილნო იელნო.
ღმერთო კვირტი ყვავილთა
ააყვავე ძლიერო,
სურნელებით შთაბერე
სულის სამაგიერო.
დაგელოცოთ ქალობა
ჟასმინებო, იებო!
ენძელებო, ვარდებო
და თქვენ მაგნოლიებო!



გილოცავთ ქალთა დღეს ყველას და გმადლობთ მათ,ვინამაც მომილოცეს!  :* <3

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები