ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2016


...


ორბის სიმღერა

ორე, ორბებო, ცაა ციცაგი
გულზე მკიდია მარღი ლაჟვარდი
მხრები მამულო შენს ფრთებს მივადგი
კლანჭით შენს მტერში ჩავდექ, ჩავჟანგდი.
სისხლის დუღაბებს ორბად მოვანგრევ
შემოვიღობე მკერდი არდაგით
მე მაგროვებდა შენი მონაგრე
რომ დამედაგა შენი დამდაგვი
ცეცხლის გროვა ვარ, კუპრი ავისხი
ბეჭებს მიმძიმებს მტრების ჯაგანი
ღმერთო მტრის ყელში კლანჭის სახნისის
მაგიერ ლექსი გამაჭედინე.


.......არეოპაგიტული სიყვარული
(თართებში ნათქვამი)

არა მირონი, ჩემო, სისხლო, გცხეს
ღრენა, ველება და არგამხელა
დღემდე გაღვიძებს ერთის სიცოცხლე
იმ ერთს ის ერთი ჰქვია სახელად.
„სეზამ გაიღე“ (ვაი ტურუმებს)
-ყეფდა სამყარო ყრუ და კერკეტი
ცხრაკლიტულს ხსნიდა სიტყვა- მეურმე
ასი ასკეტის წყევლით შეკეტილს
ცხადია, რასაც სიზმარი გიზამს
თუ სიზმარია ეს ცხადი მართლა
მაშ გაუმარჯოს ძმებო იმ სიზმარს
გულს რომ თევზივით ასწავლის ფართხალს.


მოგიკითხეთ ყველა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები