ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა ლორელაი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2016


შემოწვიმება

უგულოდ ნათქვამი სიტყვები მტკივა…
უსიტყვოდ ნათქვამი სიტყვები…ლიმ’ნის ბაღში დანიშნული პირველი პაემანი ფოთლიდან ჩემს მკერდზე ჩამოსრიალებული წვიმის წვეთი და შენი დალეული ლიმ’ნიან-მკერდიანი წვიმა…შემოწვიმება, შე-მოწვიმება…
სველი ბალახის შეხება სხეულზე,შენი სუროსავით შემოხვეული ხელები…პირველად,სულ პირველად ნაკოცნი ბაგე,ლიმონიანი ბაგე…მჟავე ცრემლები…
ფოთლების ღრიჭოდან დანახული ცა…ლურჯი მთვარე…
მტკივა…
ძველი სახლის,ძველი აივანი,მოჭრიალე რკინის საწოლი,” ჩვენნაირების სურნელება შენახული” ძველი პლედი და მასზე დარჩენილი უმანკოება…
შემოწვიმება…
პირველად დაშლილი ნაწნავი,ლიმონის სურნელით სავსე თმა და  შეცვლილი,შეშინებული ხელები…
ნატკენი…
მტკივა,უსიტყვო სიტყვები…მწარე გაღიმება…ლიმონიანი ჩაი და მოგონებები ლურჯ მთვარეზე…
შემოწვიმება ძველ აივანზე…ჩემს სხეულში შემოწვიმება…ჩემს სუნთქვაში ჩაბუდებული შენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები