 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 11 მარტი, 2016 |
ჩვენ ერთმანეთის ჩრდილებივით გავიზეპირეთ ღამის ქალაქი-გამზირებით, გზებით, ჩიხებით... სხვა სახელები მოვუგონეთ ხიდებს, ჯებირებს, რაღაც ბავშვური აღტაცებით და ახირებით. ვისწავლეთ ყველა გასასვლელი და მიწისქვეშა, ბნელი გვირაბი-პანკებით თუ ბუკინისტებით; ხელგამოწვდილი დედა-შვილის ქოშინი, ხვნეშა და კედლებიდან შემოჭრილი სუნი, სინესტე, ზურგში, ფილტვებში, ქვეშაგებში, მუყაოს ყუთში, ამ წყეულ სურათს ნაღვვლიანი მზერით ჩაყვები, მახლობელ ზოო-მაღაზიას თუთიყუშებით, თაგვებით, კიდევ ათასგვარი მათი საკვებით, არაფრად აგდებ, მიაბიჯებ შენთვის თავდახრით, უკნიდან ვიღაც შემოსძახებს ნაცნობ სტრიქონებს: " по-над пропастью ", უცნაურად მერე ხარხარებს, შენ არ ჩერდები, მიდიხარ და ისევ იგროვებ სათქმელს, ყელამდე ამოწოლილს, სკდომისპირულად, სცილდები გვირაბს ან ჯოჯოხეთს, როგორც გენებოს... ფეხებს მიათრევ სახლისაკენ, სადაც მილულავ თვალებს, რომელშიც სამარხია ზემოთხსენებულ ქალაქის, შენი კი უკანასკნელ ხურდებს იჩხრიკავ, თანაც გრცხვენია, გაერიდე მათ და ფარულად არაყს ყიდულობ, ჭაჭის არაყს, აი, ლირიკა, რომ ძილისპირზე გული სასმელს გადააყოლო და ეს ქალაქი, დააძინო შენი თვალებით და ეს ქალაქი, დააძინო შენი თვალებით და ეს ქალაქი, დააძინო შენი თვალებით!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. კარგია, რომ სტაჟიანი მწერალი გგონივართ, მაგრამ ნახევარ საიტს ვეშლები ჩემსავე სეხნიაში და არ ვიცი ვინაა :)) კარგია, რომ სტაჟიანი მწერალი გგონივართ, მაგრამ ნახევარ საიტს ვეშლები ჩემსავე სეხნიაში და არ ვიცი ვინაა :))
33. ესე იგი - ავუვლი, ჩავუვლი ამ დერვიშის ლექსებს, ვკითხულობ, ვკითხულობ, კომენტარებსაც...
ვხედავ, კითხულობენ სხვებიც :)
ის ძველი, კეთილი დრო გამახსენდა, მხოლოდ მე რომ ვიყავი მისი ერთადერთი მკითხველი :)
ესე იგი - ავუვლი, ჩავუვლი ამ დერვიშის ლექსებს, ვკითხულობ, ვკითხულობ, კომენტარებსაც...
ვხედავ, კითხულობენ სხვებიც :)
ის ძველი, კეთილი დრო გამახსენდა, მხოლოდ მე რომ ვიყავი მისი ერთადერთი მკითხველი :)
32. მესამეჯერ ვკითხულობ და ქულა ვერ გავიმეტე დასაწერად :))
რა არის იცი, ჩემო კეთილო ადამიანო, ძალიან დახვეწილად წერთ, გეტყობათ რომ სტაჟიანი ხართ და ერთი შეხედვით უცხო, კრეატიულ მუსიკას ქმნით, სარითმო წყვილებიც მოწოდების სიმაღლეზეა, ლექსიკაც. მაგრამ საქმე ისაა, გამოფიტული, უემოციო ნაწერი მეჩვენება, რა გავაკეთო, რამდენჯერაც წავიკითხე, სულ ეს შეგრძნება მაქვს :))
გაცილებით უფრო ღრმა და ემოციური ლექსები წამიკითხავს თქვენი შესრულებით ;) მესამეჯერ ვკითხულობ და ქულა ვერ გავიმეტე დასაწერად :))
რა არის იცი, ჩემო კეთილო ადამიანო, ძალიან დახვეწილად წერთ, გეტყობათ რომ სტაჟიანი ხართ და ერთი შეხედვით უცხო, კრეატიულ მუსიკას ქმნით, სარითმო წყვილებიც მოწოდების სიმაღლეზეა, ლექსიკაც. მაგრამ საქმე ისაა, გამოფიტული, უემოციო ნაწერი მეჩვენება, რა გავაკეთო, რამდენჯერაც წავიკითხე, სულ ეს შეგრძნება მაქვს :))
გაცილებით უფრო ღრმა და ემოციური ლექსები წამიკითხავს თქვენი შესრულებით ;)
31. მადლობა თემურ, ძალიან მიყვარს თქვენი ლექსები :) მადლობა თემურ, ძალიან მიყვარს თქვენი ლექსები :)
30. აქ მთლად თითის ანაბეჭდები დაგიტოვებია:)
სმიტ, სად მიდის? აქ მთლად თითის ანაბეჭდები დაგიტოვებია:)
სმიტ, სად მიდის?
29. გაჭედა კომპმა და სამჯერ შემომეწერა, მადლობა mrs.smith. :)) გაჭედა კომპმა და სამჯერ შემომეწერა, მადლობა mrs.smith. :))
28. თავისით მიდის
ბოლოს ერთხელ მერჩივნა. თავისით მიდის
ბოლოს ერთხელ მერჩივნა.
27. https://www.youtube.com/watch?v=qAWjsisJuAg
https://www.youtube.com/watch?v=qAWjsisJuAg
25. ე.ი. საჯაია, გეთიაშვილი, ბაკურაძე, ელიავა-ჩამონათვალი, ვისი ზეგავლენის ქვეშაც მოაქციეს დერვიში, მე კი მგონია იგი ქართველი ამომავალი ვარსკვლავის , მჭრელი სიტყვის ოსტატისა და ეპოქის ახალი ბარდის ბაჩო ჯიქიძის გავლენის ქვეშაა ე.ი. საჯაია, გეთიაშვილი, ბაკურაძე, ელიავა-ჩამონათვალი, ვისი ზეგავლენის ქვეშაც მოაქციეს დერვიში, მე კი მგონია იგი ქართველი ამომავალი ვარსკვლავის , მჭრელი სიტყვის ოსტატისა და ეპოქის ახალი ბარდის ბაჩო ჯიქიძის გავლენის ქვეშაა
24. "ჩამთავრდა დილა, ვიღაც ბავშვი დავალთან ხიდის ყიდის ბანანებს, ანანასებს, ყიდის და ნანობს, რომ ამ ბანანებს, ანანასებს არ ჭამს და ყიდის."
"ჩამთავრდა დილა, ვიღაც ბავშვი დავალთან ხიდის ყიდის ბანანებს, ანანასებს, ყიდის და ნანობს, რომ ამ ბანანებს, ანანასებს არ ჭამს და ყიდის."
23. ჰო გავლენები, უფრო ელიავა... ჰო გავლენები, უფრო ელიავა...
22. :დ ჰო, თან მომენატრა :) :დ ჰო, თან მომენატრა :)
21. იმნაირია მე რომ მიყვარს <3 ქურთუკი 19ში ხო ? :დ იმნაირია მე რომ მიყვარს <3 ქურთუკი 19ში ხო ? :დ
20. იქნებ საჯაია და გეთიაშვილი წერს ჩემი გავლენით? :) სამგზის სტროფის გამეორება მილიონჯერ მაინც წამიკითხავს სხვათა და სხვათა ნაწერებში, აქ შესაძლოა, მართლაც მქონდეს ვინმეს გავლენა :) მადლობა შეფასებისათვის, წარმატებები შენც :) იქნებ საჯაია და გეთიაშვილი წერს ჩემი გავლენით? :) სამგზის სტროფის გამეორება მილიონჯერ მაინც წამიკითხავს სხვათა და სხვათა ნაწერებში, აქ შესაძლოა, მართლაც მქონდეს ვინმეს გავლენა :) მადლობა შეფასებისათვის, წარმატებები შენც :)
19. არ მომეწონა ლექსი, გავლენები იგრძნობა, დასაწყისში გეთიაშვილ-საჯაიასი, ბოლო სტროფში კი სამჯერ დაწერილმა ერთმა სტრიქონმა შალვა ბაკურაძე გამახსენა, შეიძლება მანამდე სხვამაც ჩაიდინა იგივე, მაგრამ მე ბაკურაძე გამახსენდა : ) ტექსტში ვერაფერი ვნახე საინტერესო, პლიუს ამას რამოდენიმე სიტყვა ცუდად მოხვდა ყურს, განსაკუთრებით "სკდომისპირულად ". წარმატებები
არ მომეწონა ლექსი, გავლენები იგრძნობა, დასაწყისში გეთიაშვილ-საჯაიასი, ბოლო სტროფში კი სამჯერ დაწერილმა ერთმა სტრიქონმა შალვა ბაკურაძე გამახსენა, შეიძლება მანამდე სხვამაც ჩაიდინა იგივე, მაგრამ მე ბაკურაძე გამახსენდა : ) ტექსტში ვერაფერი ვნახე საინტერესო, პლიუს ამას რამოდენიმე სიტყვა ცუდად მოხვდა ყურს, განსაკუთრებით "სკდომისპირულად ". წარმატებები
18. მეც ეგ ნაწილი მომწონს, მადლობა, წარმატებები თქვენც :) მეც ეგ ნაწილი მომწონს, მადლობა, წარმატებები თქვენც :)
17. "სათქმელს, ყელამდე ამოწოლილს, სკდომისპირულად, სცილდები გვირაბს ან ჯოჯოხეთს, როგორც გენებოს... ფეხებს მიათრევ სახლისაკენ, სადაც მილულავ თვალებს, რომელშიც სამარხია ზემოთხსენებულ..." ეს ნაწილი გამოვარჩიე!
კარგია...წარმატებები! "სათქმელს, ყელამდე ამოწოლილს, სკდომისპირულად, სცილდები გვირაბს ან ჯოჯოხეთს, როგორც გენებოს... ფეხებს მიათრევ სახლისაკენ, სადაც მილულავ თვალებს, რომელშიც სამარხია ზემოთხსენებულ..." ეს ნაწილი გამოვარჩიე!
კარგია...წარმატებები!
16. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენი ხმით წაკითხულს, მადლობა გილო :) დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენი ხმით წაკითხულს, მადლობა გილო :)
15. ახლა რომ მოგასმენინა როგორი ინტონაციებით წავიკითხე ეს ლექსი ავტორო მომთხოვდი რომ ჩამეწერა :) ძალიან მომეწონა რა ვიცი...++ ახლა რომ მოგასმენინა როგორი ინტონაციებით წავიკითხე ეს ლექსი ავტორო მომთხოვდი რომ ჩამეწერა :) ძალიან მომეწონა რა ვიცი...++
14. დიდად მადლობელი :) დიდად მადლობელი :)
12. სცილდები გვირაბს ან ჯოჯოხეთს, როგორც გენებოს... ფეხებს მიათრევ სახლისაკენ, სადაც მილულავ თვალებს, რომელშიც სამარხია ზემოთხსენებულ ქალაქის, შენი კი უკანასკნელ ხურდებს იჩხრიკავ - მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმრერა... რატიანის შედევრიდან გამახსენდა ერთი მონაკვეთი.
კარგი ნაწერია, მიყვარს ასეთი დაკვირვებული ჩამონათვალების განწყობა. სცილდები გვირაბს ან ჯოჯოხეთს, როგორც გენებოს... ფეხებს მიათრევ სახლისაკენ, სადაც მილულავ თვალებს, რომელშიც სამარხია ზემოთხსენებულ ქალაქის, შენი კი უკანასკნელ ხურდებს იჩხრიკავ - მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმრერა... რატიანის შედევრიდან გამახსენდა ერთი მონაკვეთი.
კარგი ნაწერია, მიყვარს ასეთი დაკვირვებული ჩამონათვალების განწყობა.
11. ერთი ლექსი და ეს მეორე :)) მომეწონა) ერთი ლექსი და ეს მეორე :)) მომეწონა)
10. :) კარგია, ძილისპირზე ასეთი სითბო თქვენი მხრიდან, თან დღეს აცივდასავით, მადლობა. :) კარგია, ძილისპირზე ასეთი სითბო თქვენი მხრიდან, თან დღეს აცივდასავით, მადლობა.
8. ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11 მარტი, 2016
არაყს ყიდულობ, ჭაჭის არაყს, აი, ლირიკა)
ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11 მარტი, 2016
არაყს ყიდულობ, ჭაჭის არაყს, აი, ლირიკა)
7. კარგია...:-* კარგია...:-*
6. ძაან მაგარია:) ძაან მაგარია:)
5. სულ სხვა ხიბლი აქვს გულწფელობის მარცვლით გაღივებულ ლექსს, თუნდაც არ წყვეტდეს ღამის ქალაქის მწიფე ვარსკვლავებს.
კარგია! სულ სხვა ხიბლი აქვს გულწფელობის მარცვლით გაღივებულ ლექსს, თუნდაც არ წყვეტდეს ღამის ქალაქის მწიფე ვარსკვლავებს.
კარგია!
4. გუშინ დავწერე და საიდან გეცოდინებოდა? :)) მიხარია, რომ მოგწონს. მადლობა ნექტარო, არაჩვეულებრივო წევრო :)
გუშინ დავწერე და საიდან გეცოდინებოდა? :)) მიხარია, რომ მოგწონს. მადლობა ნექტარო, არაჩვეულებრივო წევრო :)
3. თავისებური და მშვენიერი.სუბიექტური ხედვა. თავისებური და მშვენიერი.სუბიექტური ხედვა.
2. ბიჭო რაიყო, ესენი რატო არ ვიცოდი მე? :D
ვაგლახ ჩემო თავო, რა ლექსები არ წამიკითხავს აქამდე თურმე? :D
დაისჯები შენ ჩემო ძმაკაცო :D
5 ბიჭო რაიყო, ესენი რატო არ ვიცოდი მე? :D
ვაგლახ ჩემო თავო, რა ლექსები არ წამიკითხავს აქამდე თურმე? :D
დაისჯები შენ ჩემო ძმაკაცო :D
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|