არ მომიკლავს…შემომაკვდა…დამიჯერეთ.არ მინდოდა.ამას ვერ გავაკეთებდი.უდანაშაულო ვარ,მან მაიძულა. ჰო, ვიცი არ დამიჯერებთ,ან ვინ დამიჯერებს,ყველა მკვლელი ამას ამბობს,ყველა ასე იმართლებს თავს.ეს ”შე”რომ არ არსებობდეს თავს რით გაიმართლებთო იტყვით,შემომაკვდაო,შემომეუპატიურა,შემომეძარცვაო…ჰო, ვიცი არ დამიჯერებთ.მართალს გეუბნებით,შემომაკვდა,ნამუსს გეფიცებით. ნამუსი სად გაქვსოო?მაქვს!სხვა თუ არაფერი ეგ მაქვს,მართლა ცოდვილი ვარ,ჰო მაგრამ მკვლელი არა,ეს ჩემდაუნებურად მოხდა ხალხო,მან მიბიძგა.ახლა ვხვდები ეს მისი სურვილი იყო. ვეჭვიანობდი?ჰო ვეჭვიანობდი.როგორ არ მეეჭვიანა,როცა ჭკუიდან გადავყავდი,მაჯადოებდა.ვეჭვიანობდი ყველასა და ყველაფერზე,ქარზეც კი თმას რომ უწეწავდა,ლოყაზე შეუმჩნეველ,ქერა ბუსუსებს ყალყზე,რომ უყენებდა,წყალზეც!ხო წყალზე მის სხეულზე, რომ იღვრებოდა შხაპისას.შარფზე მუდამ ყელზე,რომ შემოეხვია.იმ სათვალიან,მობუზულ ბიჭზეც,დღედაღამ უკან, რომ დასდევდა.მერე რა, რომ ვერ ამჩნევდა,მაინც ვეჭვიანობდი. მიყვარდაა?ალბათ… უფრო შეპყრობილი ვიყავი,ხო შეპყრობილი,მისი არსებობით შეპყრობილი.უკან დავსდევდი,მის ჰაერს ვსუნთქავდი,შემეძლო მისი ტუჩშენახები ჭიქაც კი მომეპარა კაფედან,კაფედან სადაც ყოველ დღე მიირთმევდა მანგოს წვენს.მომიპარავს კიდეც. შემეძლო მის მიერ ავტობუსში აღებული და შემდეგ დაუდევრად ტროტუარზე გადაგდებული ბილეთი შემენახა.ვინახავდი კიდეც. მის ნაჯდომ სკამზე ვჯდებოდი,არ მოგესმათ…ავადმყოფურად მსიამოვნებდა მისი სხეულით გამთბარი ადგილის შეხება… ჰო, მე შეპყრობილი ვიყავი მისით,მონუსხული.ის კი ვერ მამჩნევდა,ან არ მიმჩნევდა.არ მიმჩნევდა!ის დედოფალი იყო,მე კი გლახაკი,ლაქია,რომელიც მის ფეხის მტვერსაც კი ალოკავდა.მისი აჩრდილი. ერთდროულად მაშინებდა,მზარავდა და აღმაგზნებდა კიდეც.სუნთქვას მიგუბებდა,მხუთავდა.მეშინოდა მისი,თან მინდოდა,მიზიდავდა. ყოველთვის გაშლილ თმას ატარებდა,გრძელ და მბზინავ თმას,ყველაზე მეტად თმას ვერ ვიტანდი მასში,ძრწოლას იწვევდა ჩემში,ერთდროულად მომწონდა,აღმაგზნებდა და მძულდა.მაგიჟებდა ეს იდუმალება,რაც მას ახლდა. ყოველთვის მარტო დადიოდა,ყველგან,ყველა ერიდებოდა,ეკრძალებოდა,მას კი საერთოდ არ აწუხებდა ეს ფაქტი,თავაწეული ამაყად დააბიჯებდა და ღიმილის ღირსადაც კი არავის აგდებდა. ჰო, ამაყი იყო,საშინლად ამაყი,იმისთვის,რომ რამე ეთხოვა,იმისთვის,რომ შევემჩნიე. მტანჯავდა,მღრღნიდა,მაწვალებდა ეს ყოველივე.მომწონდა და მინდოდა,როგორც მამაკაცს,მაგრამ მაშინებდა და მაფრთხობდა,როგორც ადამიანს. ერთ დღესაც,როდესაც მისი სახლის წინ სკამზე ვიჯექი,მომიახლოვდა და ჩემს გვერდით დაჯდა.გავხევდი,დავიბენი,შემეშინდა და გავითიშე.რაღაცას მელაპარაკებოდა და თვალებში მიყურებდა,მე კი ვერაფერს ვიგებდი,ნაცრისფერი თვალებით მიყურებდა,მეც მონუსხულივით მივჩერებოდი,ვგრძნობდი სამოთხესა და ჯოჯოხეთის საზღვარზე ვიყავი.ვუყურებდი როგორ დიდდებოდა და პატარავდებოდა თვალებში გაჩენილი შავი წერტილი.ვუყურებდი და ვცდილობდი ნერწყვი გადამეყლაპა,ვაიძულებდი ჩემს თავს სანერწყვე ჯირკვლების ამუშავებას,ყელი მტკიოდა,მეჩხაპნებოდა ისეთ სიმშრალეს ვგრძნობდი.ის კი მიყურებდა და ღიმილით მელაპარაკებოდა,პირველად ცხოვრებაში.შემცბარი გაუაზრებლად ვუქნევდი თავს. მაგიჟებდა ეს იდუმალება,რაც მას ახლდა. ყოველთვის მარტო დადიოდა,ყველგან,ყველა ერიდებოდა,ეკრძალებოდა,მას კი საერთოდ არ აწუხებდა ეს ფაქტი,თავაწეული ამაყად დააბიჯებდა და ღიმილის ღირსადაც კი არავის აგდებდა. ჰო, ამაყი იყო,საშინლად ამაყი,იმისთვის,რომ რამე ეთხოვა,იმისთვის,რომ შევემჩნიე. მტანჯავდა,მღრღნიდა,მაწვალებდა ეს ყოველივე.მომწონდა და მინდოდა,როგორც მამაკაცს,მაგრამ მაშინებდა და მაფრთხობდა,როგორც ადამიანს. ერთ დღესაც,როდესაც მისი სახლის წინ სკამზე ვიჯექი,მომიახლოვდა და ჩემს გვერდით დაჯდა.გავხევდი,დავიბენი,შემეშინდა და გავითიშე.რაღაცას მელაპარაკებოდა და თვალებში მიყურებდა,მე კი ვერაფერს ვიგებდი,ნაცრისფერი თვალებით მიყურებდა,მეც მონუსხულივით მივჩერებოდი,ვგრძნობდი სამოთხესა და ჯოჯოხეთის საზღვარზე ვიყავი.ვუყურებდი როგორ დიდდებოდა და პატარავდებოდა თვალებში გაჩენილი შავი წერტილი.ვუყურებდი და ვცდილობდი ნერწყვი გადამეყლაპა,ვაიძულებდი ჩემს თავს სანერწყვე ჯირკვლების ამუშავებას,ყელი მტკიოდა,მეჩხაპნებოდა ისეთ სიმშრალეს ვგრძნობდი.ის კი მიყურებდა და ღიმილით მელაპარაკებოდა,პირველად ცხოვრებაში.შემცბარი გაუაზრებლად ვუქნევდი თავს.მეგონა მკვდარი იყო,მაგრად მიჭერდა ხელს და მიღიმოდა,ალბათ ეშინოდა არ გავქცეულიყავი,ვერ გავიქცეოდი,მე მისით ვიყავი შეპყრობილი. ნელა ადიოდა კიბეებზე,კაბა ყოველ ფეხის გადადგმაზე მაღლა ეწეოდა და ვხედავდი,როგორი გამხდარი იყო,მენჯის ძვლები გარეთ გამოსჩროდა და ტანზე მომდგარ,თეთრ კაბაში კარგად იკვეთებოდა.ასე ოცდათხუთმეტი კილო იქნებოდა,მსუბუქი,ჰეროვანი და ამავდროულად მძიმე.მისი ხელი ისევ ჩემს ხელზე იყო ჩაკიდებული და ისევ არანორმალური განცდა მიპყრობდა,საკეტი გადასწია და შიგნით შევიდა,ხელი არ გაუშვია,კარი ზურგს უკან ფეხით მივკეტე და ზედ ავეკარი.გაეცინა.ხელი გამიშვა,თავისუფლების გრძნობამ ლამის შემშალა.მისი სიცივე ჩემს ხელშიც გადმოსულიყო და მაჯამდე მთლიანად გამყინვოდა.მეორე ხელით სრესა დავიწყე და პირთანაც მივიტანე დასაორთქლად.გაეცინა,კაბის ბოლოებს ორივე ხელი ჩაავლო და თავზე გადაიტარა,ტუჩებთან მიტანილი ხელი დაბლა ჩამომივარდა,ჩემს წინ სრულიად შიშველი იდგა.გაოცებისგან და სურვილისგან ერთდროულად დამიარა ცხელმა ტალღამ.ავადმყოფურად გამხდარი იყო,ძვლები ეთვლებოდა,გამჭვირვალე,სიფრიფანა და საოცრად ერთფერიანი კანი ჰქონდა.ისევ ვიგრძენი ენის თრთოლა პირში.ისევ მომაწვა სურვილი,მაგრამ განძრევას მაინც ვერ ვბედავდი.მისი ძვლებიდან ამოჩრილი პატარა მკერდი მინდოდა და მაშინებდა,მტანჯავდა მისი სხეული. -მე არ ვარ ელი-გაეცინა,პირველად გავიგე და აღვიქვი მისი სიტყვები,უფრო შემეშინდა,თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა.იქნებ კითხულობდა კიდეც? გაუბედავად გადავდგი ფეხი მისკენ და ორივე თეძოზე შემოვხვიე ხელი.საშინლად ცივი იყო,ცივი და მაგარი,მაგრამ მაინც არანორმალურად მსიამოვნებდა,ამყვა,მკოცნიდა და მეფერებოდა.საშინელი სისწრაფით იცვლებოდა ჩემი სხეულის ტემპერატურა,ჯერ ვიწვოდი,ვხურდი,მეორე წამს სიცივის ტალღა მყინავდა,მაკანკალებდა… გაღვიძებულს მისი თმები სახეზე მეფინა, გავღიზიანდი…ავადმყოფურად მძულდა.ფრთხილად მოვიშორე სახიდან და ისე ავდექი მისკენ არც მიმიხედავს.იატაკზე დაგდებულ შარვალს ხელი წამოვავლე და ჯიბეები მოვუსინჯე,იქ იყო.დანა,რომელიც ყოველთვის ჯიბით დამქონდა, ხელში ავიღე და მისკენ შევბრუნდი,თმა ავიღე,მარცხენა ხელზე დავიხვიე და ღრმად ჩავისუნთქე.დანის პირი ფრთხილად დავუსვი,მაგრამ ერთი ღერიც კი ვერ გავჭერი,სიბრაზემ მომიცვა,მთელი ძალა მოვიკრიბე და ისევ დავუსვი დანა თმას,მან თავი წამოწია,ზუსტად ამ დროს და მე ხელთ სისხლიანი თმები შემრჩა.ორივე ხელი ჰაერში გამიშეშდა,ისევ გავბუჟდი,ვუყრებდი როგორ იცლებოდა მისი მთავარი არტერია სისხლიდან,როგორ ეღვრებოდა სისხლი მის სხეულზე და ვერ ვინძრეოდი.თავი ისევ ბალიშზე ედო,იღიმოდა და ვხედავდი,როგორ ქრებოდა მის თვალებში გაჩენილი შავი წერტილები.ის ელოდა,როდის გამოვიდოდა ბოლო წვეთი სისხლი მისგან და ბოლოს ღიმილით დახუჭა თვალი.დაბუჟებამ მოულოდნელად გამიარა,ტკივილმა და შიშმა შემძრა,ამამუშავა,დანა და თმები დაბლა მოვისროლე და გულში ჩავიკარი მისი უსიციცხლო სხეული.ვღრიალებდი,ვხაოდი და ხელს მაგრად ვუჭერდი,ისე მაგრად,რომ ძვლებსაც კი დავუმტვრევდი,მაგრამ არა,აღარ ჰქონდა მენჯის ძვლები გაჩხერილი.აღარც ისე სიფრიფანა არ იყო.შეძრწუნებულმა შევუშვი ხელი,სისხლიანი ხელები ზეწარზე შევიწმინდე და ფრთხილად შევეხე თითებზე,აღარ მეშინოდა,აღარ ვტიროდი.თბილი იყო,თბილი კი არა ცხელი.მსუბუქი და რბილი გამხდარიყო.ხარხარი ამიტყდა,უაზროდ ვიცინოდი.ორივე,ნახევრად სისხლიანი ხელი კეფაზე, თმებზე ჩამეჭიდა და ვხარხარებდი… სიცილს,რომ მოვრჩი და თვალები ისევ ცრემლებმა ამიწვა,თავი მუცელზე დავადე,მისი ხელები თავზე შემოვიხვიე და გავიტრუნე…დიდხანს,ძალიან დიდხანს ვიყავი ასე,ვერაფერზე ვფიქრობდი,აღარც მეშინოდა,აღარც მძულდა,არც მინდოდა.მერე თავი ავწიე,ცერა და შუა თითი ყბისძვლიდან ქვემოთ,ყელისკენ დავუსვი,მერე ლავიწზე გადავედი და… ლავიწზე თვალი გამქრალიყო… პოლიციაში მე თვითონ დავრეკე…ჩავბარდი. ვაღიარებ რომ მკვლელი ვარ,მაგრამ ეს არ მინდოდა…შემომაკვდა,თავად შემომაკვდა,მას უნდოდა,მან მაიძულა… შეპყრობილი ვიყავი… ახლა?… ახლაც…
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მე ჩანახატი მაქვს ''შემოწვიმება'' რა შუაში მაგრამ, შე სუფიქსზე გამახსენდა მე ჩანახატი მაქვს ``შემოწვიმება`` რა შუაში მაგრამ, შე სუფიქსზე გამახსენდა
10. 35 ტექნიკური შეცდომაა,თეა.შესაძლოა, ვერ გადმოვეცი ისე,როგორც კაცმა, ვერ შევძვერი მის ტყავში.მადლობა კომენტარისთვის. 35 ტექნიკური შეცდომაა,თეა.შესაძლოა, ვერ გადმოვეცი ისე,როგორც კაცმა, ვერ შევძვერი მის ტყავში.მადლობა კომენტარისთვის.
9. ერთი ძველი ლექსი მაქვს, "შემომეოცნებე" ჰქვია და ის გამახსენდა დასაწყისში. თანდათან დავიზაფრე. მომენტებში, იგრძნობოდა, რომ კაცი არ წერდა. ეს არცთუ კარგია. 35 კილო - რომ წარმოვიდგინე :)) საინტერესო იყო მაინც, მთლიანობაში.
ერთი ძველი ლექსი მაქვს, "შემომეოცნებე" ჰქვია და ის გამახსენდა დასაწყისში. თანდათან დავიზაფრე. მომენტებში, იგრძნობოდა, რომ კაცი არ წერდა. ეს არცთუ კარგია. 35 კილო - რომ წარმოვიდგინე :)) საინტერესო იყო მაინც, მთლიანობაში.
8. სინამდვილეში ევა ლორელაი, ევროპელებსაც აინტერესებთ ლგტბ -ს ნამდვილი გრძნობები და ემოციები, რადგან ვერ გაითავისეს რა ტიპაჟები არიან ეს ლგტბ შემადგენლობა. ამიტომ როცა "ევროპელის თვალით" დავინახე ორი გეი ან ორი ლესბოსელი ამ მოთხრობაში ამჟამინდელი პერსონაჟების ნაცვლად, არაჩვეულებრივად საინტერესო იყო. მათი ეჭვიანობა ერთმანეთის მიმართ, ათასჯერ მაინც აღემატება ჰეტერო წყვილების ეჭვიანობას. მათი სიყვარული საოცრად მძაფრია და ემოციურად გადატვირთული. ალბათ იმიტომ რომ ძნელად პოულობენ შესაფერის მეწყვილეს და თვალისჩინივით უფრთხილდებიან, ეშინიათ დაკარგვის, როგორც ამიხსნა ერთმა მათგანმა, ისინი ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურ თავდავიწყებას განიცდიან და სრულად არიან გახსნილები სურვილებში და ქმედებებში ყველგან და ყველაფერში. სხვათაშორის, ვიგრძენი, რომ მართალს მეუბნებოდა გულწრფელად, მაგრამ მაინც ვერ მოვიდა ჩემამდე ბოლომდე.
ესე იგი თითები დაგატყდა სანამ დაწერდი? - აი ეგ, ნამდვილად არ მიკვირს ძვირფასო, ძალიან ნაცნობი გრძნობაა. :)
სინამდვილეში ევა ლორელაი, ევროპელებსაც აინტერესებთ ლგტბ -ს ნამდვილი გრძნობები და ემოციები, რადგან ვერ გაითავისეს რა ტიპაჟები არიან ეს ლგტბ შემადგენლობა. ამიტომ როცა "ევროპელის თვალით" დავინახე ორი გეი ან ორი ლესბოსელი ამ მოთხრობაში ამჟამინდელი პერსონაჟების ნაცვლად, არაჩვეულებრივად საინტერესო იყო. მათი ეჭვიანობა ერთმანეთის მიმართ, ათასჯერ მაინც აღემატება ჰეტერო წყვილების ეჭვიანობას. მათი სიყვარული საოცრად მძაფრია და ემოციურად გადატვირთული. ალბათ იმიტომ რომ ძნელად პოულობენ შესაფერის მეწყვილეს და თვალისჩინივით უფრთხილდებიან, ეშინიათ დაკარგვის, როგორც ამიხსნა ერთმა მათგანმა, ისინი ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურ თავდავიწყებას განიცდიან და სრულად არიან გახსნილები სურვილებში და ქმედებებში ყველგან და ყველაფერში. სხვათაშორის, ვიგრძენი, რომ მართალს მეუბნებოდა გულწრფელად, მაგრამ მაინც ვერ მოვიდა ჩემამდე ბოლომდე.
ესე იგი თითები დაგატყდა სანამ დაწერდი? - აი ეგ, ნამდვილად არ მიკვირს ძვირფასო, ძალიან ნაცნობი გრძნობაა. :)
7. ნეფერტარ,გმადლობ...ამაზე მეც ვიფიქრე...არაფერი მქონია გააზრებული სანამ ფავწერდი,უბრალოდ ერთ ღამესაც არ დამეძინა,რაღაცნაირად მომაწყდა,თავზე დამატყდა ეს ყოვრლივე და სანამ დავწერდი თითები დამატყდა.ხო,იქ პერიფრაზისთვის ბრჭყალების მიწერა დამავიწყდა.მადლობა რომ ხედავ ჩემს ჩანახატში იმას რაც ჩავდე.უკვე მეორე ხარ ვინც ამას მეუბნება,რომ ეს ადგილებიამოვიღო.ვიფიქრებ ამაზე.ხოო,ლესბოსელებზე მაქვს დაწერილი,ოღონდ არა ისე მკაფიოდ და ვულგარულად რომ ''ევროპელებს''დააინტერესოთ. ნეფერტარ,გმადლობ...ამაზე მეც ვიფიქრე...არაფერი მქონია გააზრებული სანამ ფავწერდი,უბრალოდ ერთ ღამესაც არ დამეძინა,რაღაცნაირად მომაწყდა,თავზე დამატყდა ეს ყოვრლივე და სანამ დავწერდი თითები დამატყდა.ხო,იქ პერიფრაზისთვის ბრჭყალების მიწერა დამავიწყდა.მადლობა რომ ხედავ ჩემს ჩანახატში იმას რაც ჩავდე.უკვე მეორე ხარ ვინც ამას მეუბნება,რომ ეს ადგილებიამოვიღო.ვიფიქრებ ამაზე.ხოო,ლესბოსელებზე მაქვს დაწერილი,ოღონდ არა ისე მკაფიოდ და ვულგარულად რომ ``ევროპელებს``დააინტერესოთ.
6. ევა ლორელაი, ყურადღებით წავიკითხე თქვენი მოთხრობა. თემა ძველია, თუმცა ცუდად არაა გადმოცემული. სწორად თქვა ჭამ, რაღაც მომენტებში ძალიანაც რეალურია ეპიზოდები.
ოღონდ, პირველი აბზაცი ამოსაღებია, პლაგიატია ნოდარ დუმბაძის თეთრი ბაირაღების ერთი ეპიზოდის...'შემომეუპატიურა, შემომაკვდა " - გამომძიებლის და მთავარი პერსონაჟის დიალოგია. - ზუსტად ვიცი რომ თქვენ აზრადაც არ გქონიათ ეგ მაგრამ იმდენად ემთხვევა აზრი, რომ ჯობია შეცვალოდ და ძალიან უბრალო შესავლით დაიწყოთ, ეგ "შემომეპატიურა" ძალიან აფუჭებს ნაწერს.
აი პერსონაჟები რომ შეგებრუნებინათ, მკვლელი ქალი რომ ყოფილიყო და კაცი ტრფიალის საგანი, მოთხრობა ბევრად უფრო მოიგებდა, რადგან ეს თემა შედარებით უფრო საინტერესოა. თუ საერთოდ ლესბოსელებზე ან გეებზე იქნებოდა ლაპარაკი, მაშინ ნადვილად ევროპული ნაწერი იქნებოდა და აიტაცებდნენ ევროპის საიტებზე, რადგან ასეთი ამბავი ძალიან აქტუალური და საინტერესო იქნებოდა (მათთვის).
ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ "სხვა რაკურსით" შეხედო შენს პროზას, გვერდიდან, მხოლოდ მკითხველის თვალით და ახალი სული ჩაუდგა. იმედია მომავალ ნაწერებში გაითვალისწინებ. ამას თავი დაანებე, იყოს როგორც არის, აღარ გადააკეთო.
ამდენს არ დავწერდი მაგრამ პროზაიკოსის კარგ მახასიათებლებს ვხედავ და მინდა განვითარდე. :) გმადლობთ ყურადღებისათვის.
ევა ლორელაი, ყურადღებით წავიკითხე თქვენი მოთხრობა. თემა ძველია, თუმცა ცუდად არაა გადმოცემული. სწორად თქვა ჭამ, რაღაც მომენტებში ძალიანაც რეალურია ეპიზოდები.
ოღონდ, პირველი აბზაცი ამოსაღებია, პლაგიატია ნოდარ დუმბაძის თეთრი ბაირაღების ერთი ეპიზოდის...`შემომეუპატიურა, შემომაკვდა " - გამომძიებლის და მთავარი პერსონაჟის დიალოგია. - ზუსტად ვიცი რომ თქვენ აზრადაც არ გქონიათ ეგ მაგრამ იმდენად ემთხვევა აზრი, რომ ჯობია შეცვალოდ და ძალიან უბრალო შესავლით დაიწყოთ, ეგ "შემომეპატიურა" ძალიან აფუჭებს ნაწერს.
აი პერსონაჟები რომ შეგებრუნებინათ, მკვლელი ქალი რომ ყოფილიყო და კაცი ტრფიალის საგანი, მოთხრობა ბევრად უფრო მოიგებდა, რადგან ეს თემა შედარებით უფრო საინტერესოა. თუ საერთოდ ლესბოსელებზე ან გეებზე იქნებოდა ლაპარაკი, მაშინ ნადვილად ევროპული ნაწერი იქნებოდა და აიტაცებდნენ ევროპის საიტებზე, რადგან ასეთი ამბავი ძალიან აქტუალური და საინტერესო იქნებოდა (მათთვის).
ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ "სხვა რაკურსით" შეხედო შენს პროზას, გვერდიდან, მხოლოდ მკითხველის თვალით და ახალი სული ჩაუდგა. იმედია მომავალ ნაწერებში გაითვალისწინებ. ამას თავი დაანებე, იყოს როგორც არის, აღარ გადააკეთო.
ამდენს არ დავწერდი მაგრამ პროზაიკოსის კარგ მახასიათებლებს ვხედავ და მინდა განვითარდე. :) გმადლობთ ყურადღებისათვის.
4. უფრო ზუსტად, ბოლომდე ვერა, მაგრამ რაღაც მომენტებში დაგიჯერე ავტორო...:-* 3 უფრო ზუსტად, ბოლომდე ვერა, მაგრამ რაღაც მომენტებში დაგიჯერე ავტორო...:-* 3
3. შეპყრობილი...-ალბათ ასეთებიც ხდება სიყვარულში... დამაჯერებლად ყვებით...:) შეპყრობილი...-ალბათ ასეთებიც ხდება სიყვარულში... დამაჯერებლად ყვებით...:)
2. მადლობა ყველას ვერ მოეწონება მადლობა ყველას ვერ მოეწონება
1. არ მომეწონა. ასეთ საშინელებას რა გაწერინებს ? არ მომეწონა. ასეთ საშინელებას რა გაწერინებს ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|