ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2016


მეცეკვე

მეცეკვე... დღეს თითქოს ერთი დაბნეული ბავშვი ვარ,
ბოლომდე მოგენდე, მაჩვენე, გზას საით მივყავართ,
არ ვიცი რა იყო გუშინ, ან რა გველის ხვალიდან,
მაგრამ ამ წუთებში მე ზუსტად ვიცი, რომ მიყვარხარ.

ნაბიჯებს ავუწყობთ ერთმანეთს, და სუნთქვებს ვაერთებთ,
მიზიდავ, გეკრობი, ახლა სამყაროში ორნი ვართ;
შენი გულისცემის სმენაში იმდენად გავერთე,
უკვე საკუთარი გულისცემა მესმის შორიდან.

ვიცი, რომ ჩვენ ერთად შეცდომებს ვერასდროს დავუშვებთ,
ნაბიჯი წინ, უკან... ტრიალი, და ასე, მარტივად,
თვალს ვხუჭავ, მოგყვები, და ჩემზე კვალს ტოვებ წარუშლელს,
სათქმელს ეგ თვალები ირეკლავს, სიტყვები რად მინდა.

მეცეკვე... დღეს თითქოს ერთი დაბნეული ბავშვი ვარ,
ბოლომდე მოგენდე, მაჩვენე, გზას საით მივყავართ,
არ ვიცი რა იყო გუშინ, ან რა გველის ხვალიდან,
მაგრამ ამ წუთებში მე ზუსტად ვიცი, რომ მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები