ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2016


განდეგილის სარკმლიდან

წარსულიდან მიგზავნის, ფეისბუქი ბარათებს,
მოგონებად ჩნდებიან ტიტრები და კადრები...
მახარებდა ყოველთვის, რომ არ ვგავდი ჯალათებს,
სასახლისას მოჰგავდა  ჩემი ქოხის ამბები.
გზა ვიწრო და გზა ფართო, მიწამ ცამდე აღმართა...
და დუმილით შევცქერი მოფარფატე  ჩიორებს;
გალაღება კალამთან, მე მუზითაც შევძელი,
ტაშს უკრავდნენ სიკვდილს და იშვიათად სიცოცხლეს.
ფინტების მუზახმებს კლავდათ ბნელი ზრახვები...
პოეტობა მოუნდათ ირგვლივ დიდს თუ პატარას
და ბრძოლობენ "ჩიტები"... ბერმუდის სამკუთხედში,
ფთრებს იშლიან ურცხვად და თანაც ძლიერ თამამად.
განდეგილის სარკმლიდან ვწერ და ამბავს გიყვები,
რომ მუზებმა დღეს კიდევ თავის ხარკი გაიღეს...
გავეცალე სუყველას გარდა მისი სახისა
რადგან ხალხის სიყალბის, ციხე მე ვერ ავიღე.
წარსულიდან მიგზავნის, ფეისბუქი ბარათებს...
მოგონებად ჩნდებიან ტიტრები და კადრები...
მახარებდა ყოველთვის რომ არ ვგავდი ჯალათებს,
სასახლისას მოჰგავდა ჩემი ქოხის ამბები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები