ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2016


მიიხედე

სიცივე და თვლემა
- ორი აფთარი
გივლის გარშემო,
დასუნსულებს,
გზვერავს.
ერთი სული აქვთ,
როდის შემოგიტევენ.
იქვეა, რაღა თქმა უნდა, ტკივილიც.
მოხუცდა და ცოტათი დაყრუვებულა,
მაგრამ ისიც ელის,
უკვე გათოშილს, წამწამებყინულიანს,
როდის მოგეპარება,
თვლემას გამოჰყვება,
სიზმარში ჩაგყვება,
და შეგიხრავს ძვლებს.
ჯერ ნელა - ძალებს მოსინჯავს,
მერე აახრაშუნებს,
გულ-მუცელს ამოივსებს, ამოიყორავს
და წავა.
შენ კი ემგვანები გამოწუწნულ მალამოს კოლოფს,
დაცარიელებულს,დაჭმუჭნულს და გადასაგდებს
უახლოეს სანაგვეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები