 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 25 მარტი, 2016 |
რა მარტივია, რომ დაფიქრდე, ჩემო ბართლომე, რა მარტივია, რა სადაა, რა უბრალოა, დავწვათ წიგნები-უსარგებლო და უბრაილო, არაფრისმთქმელი, რადგანაც ვართ უსინათლონი. რა მარტივია, რომ ადგე და გამოერიდო, ამ ძირგამომპალ, უმოქმედო მეამბოხეებს და ყველაფერი სარკის ნაცვლად უამბო ხეებს, ვიყოთ მარტონი, სულ მარტონი, ამიერიდან. რა მარტივია, მხოლოდ ხმები, მხოლოდ ბგერები, ანუ ხედავდე მხოლოდ იმას, რასაც ისმენდე; ფეზხე გეკიდოს ყველა სახის დოღი, ისინდი, როცა ცხენები ფლოქვების ხმას გააჟღერებენ. რა მარტივია, ვერ ხედავდე, ჩემო ბართლომე, ათიათასგვარ სიბინძურეს დღეს შენს გარშემო, რომ ხსოვნის მიღმა უნებლიედ გადააშენო, რაც კი გინახავს ამდაგვარი და წარმართული. რა მარტივია, რომ დაფიქრდე, ჩემო ბართლომე, რა მარტივია, რა სადაა, რა უბრალოა, დავწვათ წიგნები-უსარგებლო და უბრაილო, არაფრისმთქმელი, რადგანაც ვართ უსინათლონი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მადლობელი :) მადლობელი :)
13. ემოცია დამაკლდა!
ავტორს აქვს საკუთარი ხელწერა ,რაც იმსახურებს 4! ემოცია დამაკლდა!
ავტორს აქვს საკუთარი ხელწერა ,რაც იმსახურებს 4!
12. ,,რა მარტივია, რა სადაა, რა უბრალოა''... :)
რაღაცნაირად იცის ხოლმე ამ პოეტმა. ++ ,,რა მარტივია, რა სადაა, რა უბრალოა``... :)
რაღაცნაირად იცის ხოლმე ამ პოეტმა. ++
10. ჯანო <3 ჰოდა, უბრაილო :) ჯანო <3 ჰოდა, უბრაილო :)
9. ბრაილის შრიფტი ხომ იცით? :) ბრაილის შრიფტი ხომ იცით? :)
8. კარგია...მშვიდი, თან სევდიანი...:-* "უბრაილო"...არ ვიცი ეს სიტყვა, რას ნიშნავს...:( კარგია...მშვიდი, თან სევდიანი...:-* "უბრაილო"...არ ვიცი ეს სიტყვა, რას ნიშნავს...:(
7. ჰო ეს ისაა ხო ?
მაგარია ჯიმა <3 ჰო ეს ისაა ხო ?
მაგარია ჯიმა <3
6. გმადლობ ინი, მიხარია, ასე თუ ფიქრობ :) გმადლობ ინი, მიხარია, ასე თუ ფიქრობ :)
5. ემოცია გემოვნებით ბატონებო..
ჰო, იყო ისეთი მომენტები, რომ გამახსენდება. ემოცია გემოვნებით ბატონებო..
ჰო, იყო ისეთი მომენტები, რომ გამახსენდება.
4. შემდეგში იქნება უკეთესი :)) შემდეგში იქნება უკეთესი :))
3. კარგი ლქსია, ნამდვილად, თუმცა ისეთი თემაა, მეტი ემოციაც შეიძლებოდა, ვფიქრობ. კარგი ლქსია, ნამდვილად, თუმცა ისეთი თემაა, მეტი ემოციაც შეიძლებოდა, ვფიქრობ.
2. მადლობა, გურამ :* მადლობა, გურამ :*
1. "რა მარტივია, რომ ადგე და გამოერიდო, ამ ძირგამომპალ, უმოქმედო მეამბოხეებს"
ძალიან კარგი ლექსია. +5 "რა მარტივია, რომ ადგე და გამოერიდო, ამ ძირგამომპალ, უმოქმედო მეამბოხეებს"
ძალიან კარგი ლექსია. +5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|